ფეხმძიმობის მეცხრე თვე იწურებოდა, ცოლ-ქმარი პირველ შვილს ელოდა ეს დაუჯერებელი ამბავი ცოლ-ქმარ რობერტსონებს იმ დროს შეემთხვათ, როცა თავიანთ პირველ შვილს ელოდებოდნენ. ფეხმძიმობის მეცხრე თვე იწურებოდა, ჯოსელინმა და მისმა მეუღლემ იგნასიომ მომავალ შვილს სახელიც შეურჩიეს - ბიჭუნასთვის ნოი უნდა დაერქმიათ.
სამწუხაროდ, ერთ წუთში ყველაფერი საბედისწეროდ შემობრუნდა. ჯოსელინი მოულოდნელად ცუდად გახდა და ძლიერი სისხლდენა დაეწყო. ცოლ-ქმარმა კლინიკას მიმართა, სადაც ქალს ულტრასონოგრაფიული კვლევა ჩაუტარეს. შედეგი შოკისმომგვრელი იყო - ბავშვის გულისცემა აღარ ისმოდა.
დიაგნოზი სხვა ექიმმაც გადაამოწმა და მალევე დაადასტურა. პატარა ნოის გული აღარ უცემდა, ესე იგი ნაყოფი ცოცხალი აღარ იყო... ამ ამბავმა თავზარი დასცა მშობლებს.
გამოკვლევებმა კიდევ ერთი რამ დაადგინა - ნაყოფს არასწორი მდებარეობა ჰქონდა, ამიტომ ხელოვნური მშობიარობით ვერ დაიბადებოდა. დაინიშნა საკეისრო კვეთა. ოპერაციის დროს კი ნამდვილი სასწაული მოხდა.
როცა ბიჭუნა დედის საშვილოსნოდან ამოიყვანეს, სუნთქვა დაიწყო. ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ. "სასწაულია" - ეს სიტყვა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ისმოდა ისმოდა. მართალია, მძიმე მდგომარეობაში იყო და რეანიმაციაშიც მოათავსეს, მაგრამ მთავარია, რომ გადარჩა. მალე ექიმების დახმარებით სრულიად გამოჯანმრთელდა და მშობლებსაც დაუბრუნდა.
იხილეთ აგრეთვე: