მაპატიე, ჩემი არსებობა... მე ხომ მიზეზი ვარ შენი ბოლო ამოსუნთქვის... პოეტი გელა დაიაური თავის გარდაცვლილ ვაჟიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. გვიან ღამით დამწუხრებულმა მამამ სოციალურ ქსელში მილოცვა და ფოტოები გამოაქვეყნა. ეს სულისშემძვრელი გზავნილი უამრავმა ადამიანმა გაიზიარა.
"გილოცავ ჩემო ტკივილო... მაპატიე,შვილო... მე რომ აქ ვარ... მაპატიე, ჩემი არსებობა... მე ხომ მიზეზი ვარ შენი ბოლო ამოსუნთქვის.... აქედან გილოცავ დაბადების დღეს... მიყვარხარ და მახსოვხარ... უფალი გფარავდეთ მანდ შენ, დედიკოს და ჯარჯის... მიყვარხართ" - წერს დაიური.
პოეტის ოჯახის ტრაგედიამ 5 წლის წინ მთელი საქართველო შეძრა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გელა დაიაურმა ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დაკარგა. პატარა დემეტრე დღეს 7 წლის გახდებოდა, ჯარჯი კი მხოლოდ 8 თვის იყო...
ჩემო ვერ გაუხარებელო, მიწაუღირსებელო შვილო!“ - გელა დაიაურის წერილი შვილს...