"9 საათის მერე, რომ ქალი გარეთ დადის, ის ბოზია" - აი, რაზე საუბრობენ უბნის ბავშვები
"9 საათის მერე, რომ ქალი გარეთ დადის, ის ბოზია" - აი, რაზე საუბრობენ უბნის ბავშვები
დავით გურული
გაოგნებული ვარ (არ ვიცი ეს სიტყვა, სწორად თუ გამოხატავს ამ განცდას)… ჩემს ფანჯარასთან უბნის ბავშვები ისხდნენ, ადრე არ შემიმჩნევია, თუმცა ეტყობოდათ აქაურები იყვნენ. ალბათ მეოთხე-მეხუთე კლასის მოსწავლეები. ოთხი ბიჭი და ერთი გოგო. თავიდან თავიანთ "საჭირბოროტო" თემებზე საუბრობდნენ. შემდეგ წიგნებზეც ილაპარაკეს, ერთი შერლოკ ჰოლმსს კითხულობდა, მეორემ კიდევ რაღაც თქვა, მესამემ (შედარებით პატარა იყო) იხუმრა — მესამე კლასის ქართულის წიგნი მაქვს წაკითხულიო, ინგლისურში მყავს ორიანები, დანარჩენში ნორმალური ნიშნებიო… შემდეგ მოულოდნელად გადავიდნენ სულ სხვა თემაზე… შეძლებისდაგვარად აღვადგენ. პირველი, რაც გავიგონე და
ყურადღება მივაქციე: "ყველა იმ გოგოს დედა მოვ**ან ღამის 2 საათზე სახლში რომ შევა". მეორემ დაუმოწმა — 9 საათის მერე, რომ ქალი გარეთ დადის, ის ბოზია. (აქ ვერ შეთანხმდნენ 9 საათი უფრო გადაეწიათ შუაღამისკენ, მაგალითად, 10 საათზე შესულები გაეწირათ თუ არა.) ის გოგო, რომელიც თან ახლდათ, ეთანხმებოდა, ასაკით მათზე ცოტა დიდი ჩანდა. და შემდეგ … ეგეთს ყელი უნდა გამოჭრა –დაასკვნა ერთმა. შოთიკო ქვია, მწვანე მაისური აცვია და "ლაგატკა" აქვს. ჰო აბა რა. — დაეთანხმა რომელიღაც — მაგათი დედის მ****ლი უნდა მოტ**ნა…

თავი ხელში ავიყვანე და გავხედე, დაველაპარაკე შეძლებისდაგვარად, როგორც შეიძლება დაელაპარაკო და აუხსნა. ცოტა შორიდან მოვუარე… შემდეგ ვუთხარი: " როგორ შეძლება ღამით ან დღისით ადამიანის სახლში
მისვლა მისი პატიოსნების მაჩვენებელი იყოს და ა.შ. ამ ლოგიკით ბიჭიც ბოზი გამოდისთქო." შეიძლებაო, ამბობს ერთი, ბარსელონას მაისურით. მაგრამ ბიჭი პირით ბოზი იქნება, ან პიდარასტი — ჩაერთო პატარა (ინგლისურში ორიანები რომ ჰყავს). ბოლოს შოთიკოს ვეკითხები (სახელიც მაშინ ვკითხე) — რომელი სჯობს, ღამით სახლში გვიან მისვლა, თუ ადამიანის ყელის გამოჭრა? არც დაფიქრებულა ისე მიპასუხა: "ყელის გამოჭრა"…

გაგრძელება
3317
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
moqalaqe
0
რავა დღისით შერცხვება უსინდისო და უზნეო ქალს თუ კაცს, რავა სახლში არ მოყავთ ხბო ქმრებთან ერთად ვითომ მეგობრობენ იმ კაცთან და მერე რეებს შვრებიან უსინდისოს არსად არ სცხვენია არც სახლში და არც გარეთ ადამიანი რომ მისითავის პატივისცემას დაკარგავს მერე არც შვილი გაახსენდება და არც ქმარი.
15:41 / 16-07-2015
tamos
0
რასაც მშობლებისგან ისმენენ და სწავლობენ, ისეთი აზროვნება აქვთ. ბავშვი ოჯახის სარკეა.
11:04 / 15-07-2015
მსგავსი სიახლეები