საქართველოში არსებული ღია და დახურული საცურაო აუზების ჰიგიენური და სანიტარული ნორმების შემმოწმებელი სახელმწიფო ორგანო არ არსებობს საქართველოში არსებული ღია და დახურული საცურაო აუზების ჰიგიენური და სანიტარული ნორმების შემმოწმებელი სახელმწიფო ორგანო არ არსებობს. 2005 წელს ქვეყანაში სანიტარული კოდექსი გაუქმდა. რის შედეგადაც, ის 2007 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონმა ჩაანაცვლა.
AMBEBI.GE დაინტერესდა, არის თუ არა დაცული სანიტარული ნორმები თბილისის საცურაო აუზებში და ვინ აკონტროლებს ამ პროცესს?
როგორც ვაკის საცურაო აუზის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ისინი თავად დადგენილი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ და ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვას, საკუთარი ხარჯებით, მაქსიმალურად ცდილობენ. ვაკის საცურაო აუზის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ წყალი სამმაგ ფილტრაციას გადის. ქიმიური დამუშავების შემდეგ წყალი კვარცის ქვიშაში და ულტრა იისფერ სხივებში ტარდება.
"მიუხედავად იმისა, რომ არავინ გვავალდებულებს, ჩვენ გვყავს ქიმიკოსი, რომელიც იღებს წყლის ანალიზებს. ასევე გვყავს დაქირავებული დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც სულ მოდის და როგორც წყლის, ასევე საშხაპეებიდან და გასახდელებიდან იღებს ჩამონარეცხს და მერე ამოწმებს. წყალი იმდენად კარგად იფილტრება, რომ მისი გამოცვლა წელიწადში ერთხელ ხდება. ყოველდღიურად სამ მილიონ ნახევარი ლიტრი წყალი ფილტრაციას 6-დან 8 საათამდე ანდომებს",- განაცხადა ვაკის საცურაო აუზის მთავარმა ინჟინერმა სერგო სისოევმა.
სანიტარული ნორმების დაცვა საკუთარ თავზე აქვთ აღებული "Sport Time"-შიც. გაგრძელება
ასევე იხილეთ, რას იწვევს სანიტარული ნორმების დაუცველობა აუზებზე