მოზარდი ამტკიცებს, რომ არავითარი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა ისრაელის მცხოვრებმა 14 წლის ბიჭმა საბავშვო ბაღიდან პატარა – 10 თვის ბავშვი მოიტაცა. ამტკიცებს, რომ არავითარი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა.
შემთხვევა ქალაქ მოდინ-ილიტში მოხდა. ბიჭი ბაღში მივიდა და აღმზრდელს უთხრა, რომ დედა ვერ ახერხებს მოსვლას და მას დაავალეს ბავშვის წაყვანა. აღმზრდელმაც უპრობლემოდ გაატანა ჩვილი.
ცოტა ხანში ბავშვს ნამდვილმა დედამ მოაკითხა. სწორედ მაშინ გაირკვა გატაცების ამბავი. საბედნიეროდ, პოლიციელებმა გამტაცებელი მალე დააპატიმრეს. მას მიმალვა არც უცდია. გამოაცხადა, რომ არაფერი ცუდის ჩადენა არ უნდოდა. უბრალოდ, დიდი ხანია ოცნებობს ძმაზე და სურდა შეემოწმებინა, შეძლებდა თუ არა მასზე ზრუნვას, თუ დედა ბოლოს და ბოლოს გაუჩენდა ძმას.
არასრულწლოვანი სამართალდამრღვევი სახლში გაუშვეს, მშობლები მკაცრად გააფრთხილეს, აი საბავშვო ბაღის აღმზრდელს კი უფრო სერიოზული სასჯელი ელის. საქმე განიხილება სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით.