ჯეიმს ჰარისონს "ოქროსხელასაც" უწოდებენ. მისი უნიკალური სისხლის საფუძველზე შექმნეს იმუნოგლობულინის ვაქცინა RHO (D) , რომელიც რეზუსკონფლიქტის დროს ეხმარება ადამიანებს. სისხლის პლაზმის ჩაბარების ოდენობით ჰარისონი გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა.
ჰარისონი 1935 წელს დაიბადა. 13 წლისამ მკერდის სერიოზული ოპერაცია გადაიტანა და სასწრაფოდ დასჭირდა
მართლაც ასე მოხდა, მივიდა წითელი ჯვრის პუნქტში და სწორედ იქ აღმოაჩინეს, რომ მისი სისხლი უნიკალურია – მის პლაზმაში განსაკუთრებული ანტისხეულებია, რომელთა წყალობითაც ორსული ქალისა და მისი ნაყოფის რეზუს-კონფლიქტის თავიდან აცილება შეიძლება. ამ ანტისხეულების გარეშე რეზუს-კონფლიქტს მოაქვს მინიმუმ ანემია და სიყვითლე, მაქსიმუმ – მკვდრადშობა.

როცა ჯეიმსს აუხსნეს, რა იპოვეს მის სისხლში, ერთადერთი შეკითხვა დასვა: რამდენად ხშირად შეეძლო სისხლის ჩაბარება.
ორ მილიონზე მეტი ბავშვი, ჰარისონის ქალიშვილის ჩათვლით, გამოჯანმრთელდა სწორედ ამ კეთილი ავსტრალიელი კაცის წყალობით.