მომღერალ თიკა ფაცაციას მეუღლის გარშემო ინტერესი არ ნელდება ცნობილი ადამიანების მეორე ნახევრები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევენ, თუმცა საჯაროდ აქტიურად არასდროს ჩნდებიან. AMBEBI.GE მათ შესახებ გიამბობთ.
სოსო ჯაჭვლიანი
სოსო ჯაჭვლიანის მეუღლე ირმა ფირცხალაიშვილია. სოსო ჯაჭვლიანი რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის ტრიბუნაზე გამოტყდა, რომ ის ყველაზე ერთგული ქმარია, რომელიც არასოდეს ყოფილა იბიარდებზე. ერთგული ქმრის მეუღლეს საზოგადოება ფაქტიურად საერთოდ არ იცნობს. უცნობია რას საქმიანობს და რა განათლება აქვს.
თიკა ფაცაცია
მომღერალ თიკა ფაცაციას მეუღლის გარშემო ინტერესი არ ნელდება. ფაცაციას მეუღლე დავით ანთელიძეა, ის ბიზნესმენია. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა მათი ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს, როცა მის შესახებ საუბრობენ, ამიტომ საჯარო ადგილებში გამოჩენას ყოველთვის ერიდება.