კოლიფორმების აღმოჩენა პროდუქტის წარმოების პროცესში ჰიგიენის დარღვევაზე მიუთითებს საიტმა momxmarebeli.ge-მ ქართულ ბაზარზე არსებული ნაყინები შეამოწმა და შედეგები გამოაქვეყნა:
"წინა წლებში ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, მომხმარებელთა საჩივრების საფუძველზე არართხელ მოვახდინეთ ბაზარზე არსებული ქართული წარმოების ნაყინების შემოწმება. წელსაც გადავწყვიტეთ იგივე შემწომება ჩაგვეტარებინა:
2015 წლის 22 ივლისს, მაღაზიებში "ფრესკოში", "გუდვილი საბურთალოზე" და "ნიკორა", შევიძინეთ ნაყინები:
1. "საოჯახო ვანილი პინგო" - 24.06.15 - 24.12.15;
2. "ვანილის პლომბირი პოპი" - 16.06.15 - 16.06.16;
3. "თოლია, საოჯახო ვანილის პლომბირი" - 17.07.15;
4. "ბარამბო ვანილის ნაყინი" - 15.06.15 - 15.06.16;
5. "პალომა ნაყინი კრემ-ბრულე" - 02.07.15-02.01.16.
ნაყინები სპეციალური მაცივარ-კონტეინერით ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.
ხოლო 23 ივლისს მაღაზია "ზღაპარში" შევიძინეთ - "პლომბირი გურჯაანის ნაყინი", გამოშვების ვადა 31.05.2015. ეს ნაყინიც მაცივარ-კონტეინერით მივიტანეთ იმავე ლაბორატორიაში ანალიზისათვის.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით ნაყინები "ვანილის პლომბირი პოპი" , "თოლია, საოჯახო ვანილის პლომბირი" ,"ბარამბო ვანილის ნაყინი" ,"პალომა ნაყინი კრემ-ბრულე" მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაშია, ხოლო ნაყინები "საოჯახო ვანილი პინგო" და "პლომბირი გურჯაანის ნაყინი" აღმოჩნდა დაბინძურებული კოლიფორმებით.
მომხმარებელს განვუმარტავთ, რომ ქარხნულად დახუფულ პროდუქტში კოლიფორმების აღმოჩენა პროდუქტის წარმოების პროცესში ჰიგიენის დარღვევაზე მიუთითებს და მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის უშუალო საფრთხესთან დაკავშირებული არ არის."