ჩემი შვილებიც იმას მიირთმევენ, რასაც ყველა ამ ქვეყანაში გვინეტ პელტროუ ჰოლივუდში ჯანსაღი კვების ყველაზე აქტიური დამცველია. მსახიობი ცდილობს, მხოლოდ ის საკვები აჭამოს ბავშვებს, რომელსაც სარგებლობა მოაქვს. გვინეტმა კულინარიული წიგნიც კი დაწერა თავისი რეცეპტებით, რომ ადამიანები კარგ კვებას მიეჩვიონ. საკუთარი სახლის ეზოში კი ბოსტანი მოაწყო, რომ ჯანსაღი ბოსტნეულით მოამზადოს კერძები.
ასე რომ, გვინეტისთვის გენმოდიფიცირებული პროდუქტები ძალიან მწვავე თემაა. ამ დღეებში მსახიობი აშშ-ის კაპიტოლიუმშიც კი გამოვიდა, რომ აუცილებლად შემოიღონ გმო-ს მარკირება. "მე აქ არ ვარ, როგორც ექსპერტი. მე ვარ, როგორც ამერიკელი დედა, რომელსაც სჯერა, რომ აქვს უფლება იცოდეს, რას აჭმევს თავის ოჯახს. ჩემი შვილებიც იმას მიირთმევენ, რასაც ყველა ამ ქვეყანაში", - გამოაცხადა გვინეტმა.
საქმე ისაა, რომ ამერიკის ბევრ შტატში აღარ არის სავალდებულო გმო-პროდუქტების მარკირება და გვინეტს სურს, საკუთარი ავტორიტეტი გამოიყენოს და თავისნაირ დედებს დაუდგეს გვერდით.