შვილები გმირ მამას დღესაც ელოდებიან გიორგი ანწუხელიძემ 23 წლის ასაკში გმირულად შესწირა თავი სამშობლოს. დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა. თუმცა მაინც არ გატყდა... თავისი საქციელით მტერიც გააკვირვა; გააკვირვა და იმდენად გააბრაზა, რომ ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე ცემაში ამოხადეს სული...
აქ მთავრდება ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე და იწყება სახალხო გმირის ისტორია. გიორგი ანწუხელიძე ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო.
გიორგი ანწუხელიძესთან ერთად ძმათა სასაფლაოზე, ქართული დროშის ქვეშ, კიდევ 32 ჯარისკაცი განისვენებს. სიცოცხლის დასრულების თარიღი აქ ყველას ერთი აქვს - 2008 წლის აგვისტო. აქ ყველა გმირია, სამშობლოსთვის თავდადებული გმირი. იხილეთ სიუჟეტი