"დღეს ჩემი გაბრიელი გაქრისტიანდა..." - ნათლობის ფოტოები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უმცროსი ვაჟი გაბრიელი დღეს გაქრიასტიანდა. მისი ნათლიები ბერა ივანიშვილი და ილია მეორე არიან. გთავაზობთ ირაკლი ღარიბაშვილის პოსტს შვილის ნათლობასთან დაკავშირებით:
"დღეს ჩემი გაბრიელი გაქრისტიანდა... ნათლობის საიდუმლოს სამების ტაძარში ვაზიარეთ. ჩემთვის უძვირფასესმა ადამიანებმა მონათლეს - მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და ბერამ...
გაბრიელი ძალიან იამაყებს, როცა მათ გაიცნობს, როცა მოუსმენს... მჯერა, ნათლიებიც იამაყებენ... მინდა, ცხოვრების გზაზე უფლის მფარველობით იაროს..."