სალომე გოგიაშვილი მეოთხე შვილის დედა გახდა
სალომე გოგიაშვილი მეოთხე შვილის დედა გახდა
ორი დღის წინ სალომე გოგიაშვილი მეოთხე შვილის დედა გახდა. დედა-შვილი ჯერ კიდევ სამშობიაროში არიან, მაგრამ სალომემ ჩვენთვის მაინც მოიცალა და რამდენიმე კითხვაზე პასუხი გაგცვა:

- 10 აგვისტოს მოევლინა ჩვენი ბიჭი ქვეყანას, 3 კგ 300 გრამი გახლავთ, სახელად დუდა. ორივე, იკაც და დუდაც მამიკოს, და შესაბამისად ერთმანეთსაც ჰგვანან. იკა რომ გაჩნდა, სულ სხვანაირი იყო, დღეს სრულიად განსხვავებულია, აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე მიჭირს რამდენიმე დღის დუდა ვინმეს მივამსგავსო..

- ემოციურად როგორი შეგრძნებაა მეოთხე შვილის დედობა?..
- იცი როგორი შეგრძნებები და ემოციები მაქვს???
როგორც წინა შვილზე - იკაზე. იკა სულ რაღაც ერთი წლის წინ დაიბადა, რაც მაშინ მოხდა, ახლა ყველაფერი გამახსენდა, ამიტომაც ვამბობ, ემოციურად იკა მგონია, მაგრამ გაასმაგებული მაქვს სიყვარული დუდას მიმართ. ახლა და ახლა გვეწყება მე და დუდას ჩვენი, ინდივიდუალური სიყვარული.

- და-ძმები როგორ შეხვდნენ დუდას?
- გადასარევად, მაშო უკვე დიდია, იყო მოსული და გვნახა. პატარებს ტელეფონით რომ ვაჩვენე, ციბუკამ მითხრა, ძალიან ლამაზია, მალე მინდა მოიყვანო სახლშიო, იკა ჯერ ვერ გაერკვა, რა ხდება, ვინაა ეს პატარა, რატომ ვარ მე სხვაგან და ის –სხვაგან. პატარაა და რა ქნას?!
mshoblebi
- მშობიარობას დაესწრო მეუღლე?
- თითქმის ბოლო წუთამდე
ჩემთან იყო, ბოლოს უკვე ვეღარ გაუძლო და მითხრა, თუ ძალიან საჭირო არ ვარ, დაგტოვებო. რომ შევხედე, ხალათის ფერი ედო, მივხვდი, რომ არ გასულიყო, ვახო გვეყოლებოდა მოსაბრუნებელი და ვუთხარი, გადი-მეთქი. კაცისთვის გაცილებით რთულია ამის ყურებაც და გადატანაც.
mshoblebi
მარტო ნამდვილად არ ვყოფილვარ, ჩემი მეგობარი და დედაჩემი ბოლომდე ჩემთან იყვნენ. ამასთან, აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა და დიდი მადლობა გადავუხადო ჩაჩავას კლინიკის სტაფს და ჩემს ექიმს ზურა დარახველიძეს. მასთან იმადენად მშვიდად ვარ, დარწმუნენებული ვიყავი, ყველაფერი კარგად იქნებოდა და შიშის მომენტი ნამდვილად არ მქონია, შესაბამისად ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.
mshoblebi
ციცი ომანიძე
9383
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
Mims
0
Duda bichia da adre bevr qartvels erqva,dziritadad dasavlet saqartveloshi.amravlos da janmrteli hazardous upalma.
09:06 / 14-08-2015
lali
0
გმერტმა გამრავლოთ,ეგ კიდე არაა არავის საქმე,რამდენი ქმრისგან ეყოლებააა
03:55 / 14-08-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი