პატარა გოგონას წერილი ღმერთს და საოცარი პასუხი
პატარა გოგონას წერილი ღმერთს და საოცარი პასუხი
6 წლის ფინელმა გოგონამ საშობაოდ წერილი მისწერა ღმერთს, სადაც სთხოვდა 100 მარკა ეჩუქებინა მისთვის.

ფინეთში, "მცდარი მისამართის" მქონე წერილების გახსნის უფლება მხოლოდ რესპუბლიკის პრეზიდენტს აქვს. ამიტომაც წერილი მისამართით "ბატონო ღმერთო" ურჰო კალევა კეკონენმა (ფინეთის პრეზიდენტი 1958-1982 წლებში) წაიკითხა.

პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეესრულებინა ბავშვის თხოვნა, მაგრამ ჩათვალა, რომ ასეთი პატარა ბავშვისთვის 100 მარკა მეტისმეტად ბევრი იყო, ამიტომ ბრძანა, ჰელგასთვის მისი ავტომობილით გაეგზავნათ 50 მარკა და თან "წერილი ღმერთისგან".

მალე, კანცელარიაში ისევ მიიღეს წერილი პატარა ჰელგასგან. გოგონა სწერდა ღმერთს, რომ მას ფული მიუტანეს
პრეზიდენტის ავტომობილით, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მის ქუჩაზე და ასევე, სთხოვდა ღმერთს, რომ აღარასოდეს გაეგზავნა ვინმესთვის ფული პრეზიდენტის ხელით, იმიტომ რომ პრეზიდენტმა ფულის ნახევარი მოიპარა.
7564
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```