ამ ვიდეოს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ეს მართლაც შემაძრწუნებელი სოციალური რეკლამაა, რომელიც ფინეთში გადაიღეს. ფინეთში ორსულების 15 პროცენტი ეწევა და ყოველწლიურად მწეველი დედების 10 ათასამდე ჩვილი იბადება, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვადახვა პრობლემა აქვთ. თუმცა პრობლემა აშკარად სცდება ფინეთის საზღვრებს და ჩვენთანაც აქტუალურია - წარმოიდგინეთ, არც ისე ცოტა ქართველი მომავალი დედაა, რომელიც თამბაქოს მოწევას ვერ ან არ ანებებს თავს და ორსულობის დროსაც ეწევა. “დედას შეუძლია, საკუთარი შვილის ყველაზე საშიში მტერი გახდეს” – სწორედ ეს არის ვიდეოს მთავარი სლოგანი. ვიდეოს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ფინეთში, დედები ბლოგებში განიხილავდნენ თემას და აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია. თუმცა იმაზე მაინც ყველა შეთანხმდა, რომ მოწევა ნამდვილად მავნებელია, განსაკუთრებით ორსულობის დროს - ნაყოფისთვის.