ქართველ სიამის ტყუპს ოპერაციას გერმანიაში გაუკეთებენ
ქართველ სიამის ტყუპს ოპერაციას გერმანიაში გაუკეთებენ
"კვირის პალიტრა" ცოტა ხნის წინ წერდა ქართველი სიამის ტყუპის, ქუთაისელი თებროლე და თამარ ვაშაყმაძეების შესახებ. ხუთი თვის დები ერთმანეთთან ღვიძლის ნაწილით არიან დაკავშირებული და დამოუკიდებლად ცხოვრებას ოპერაციის გარეშე ვერ შეძლებენ. ახლახან, გოგონების დედამ, მარიამ ლეჟავამ სასიხარულო ინფორმაცია გვამცნო, რომ პატარებს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გაუკეთებენ ოპერაციას.

იმის გამო, რომ საქართველოში მსგავსი სამედიცინო პრეცედენტი არ ყოფილა, აუცილებელი იყო გოგონების უცხოეთში მკურნალობა, ან გამოცდილი ქირურგების მოწვევა. უცხოეთში წასვლას ოჯახი საჭირო თანხის, 85 000 ევროს უქონლობის გამო ვერ ახერხებდა და დამხმარეს ეძებდა. "კვირის პალიტრამ"
მათთვის ფინანსური შემწეობის მიზნით, სტატიასთან ერთად ანგარიშის ნომერიც მიუთითა. იმავე დროს, გოგონების სახელზე ანგარიშის ნომერი გერმანიაშიც გახსნეს ვაშაყმაძეების ახლობლებმა. ორ თვეში უცხოელებმა უცნობი ქართველი ჩვილებისთვის 39 000 ევრო გაიღეს. რამდენიმე საერთაშორისო ფონდმა წერილობით დაადასტურა მზადყოფნა, რომ ოპერაციის დანიშვნის შემთხვევაში ტყუპს დააფინანსებს.

მარიამ ლეჟავა:
- თავდაპირველად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში უარი გვითხრეს დაფინანსებაზე, შემდეგ შემოგვითვალეს, თუ დანარჩენ თანხას იშოვით, 20 ათასი ევროთი დაგეხმარებითო. ჩვენი ამბავი ჯანდაცვის მინისტრის ყურამდე მივიდა. შემოგვთავაზეს ორი ვარიანტი: ბარსელონაში მზად იყვნენ, გოგონებისთვის უფასოდ გაეკეთებინათ ოპერაცია, სექტემბერში ისრაელიდან საქველმოქმედო მისიით ჩამოვიდოდა ექიმთა ჯგუფი და მიხედავდა ბავშვებს. სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ორივე ვარიანტი მისაღები იყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, მოულოდნელად დაგვირეკეს გერმანიიდან და კიოლნის კლინიკიდან გვაცნობეს,
რომ მზად იყვნენ ჩვენს პატარებს დახმარებოდნენ. კიოლნში გერმანული საქველმოქმედო ორგანიზაციის "ფრიდენსდორფ ინტერნაციონალის" თვითმფრინავი წაგვიყვანს, რომელიც 19 აგვისტოს ჩამოდის თბილისში. გაგრძელება
4877
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ალამარია
0
გაგვაგებინეთ როგორ არიან გოგონები ახლა?? ღმერთმა სიკეთე მისცეთ
13:06 / 23-09-2021
მსგავსი სიახლეები