ის ორსულობის 27-ე კვირაში გაჩნდა სტეფანი პერინი პატარა მოლის დედაა, რომელიც ორსულობის 27-ე კვირას გაჩნდა. მშობიარობის მერე ქალს არწმუნებდნენ ექიმები, რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა და მაქსიმუმ - სამი კვირა იცოცხლებდა. თუმცა უკვე 17 კვირა გავიდა, ბავშვი 3 კილოგრამამდე იწონის და თავსაც კარგად გრძნობს.
მშობლებმა ბავშვის ფოტოები გამოაქვეყნეს, ძველიც და ახალიც. პერინის თქმით, მას ორსულობის დროს პლაცენტური უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. სასწრაფოდ საჭირო გახდა მშობიარობა - 27-ე კვირაში. ექიმებს ბავშვის გადარჩენის არანაირი იმედი არ ჰქონდათ...
თუმცა პატარა უკვე სახლშიც წაიყვანეს და მშობლები ბედნიერები არიან.