საშიში მოდა მსოფლიოში – თოჯინები შვილების, ქმრების და ცოლების ნაცვლად
1 / 2
Next
შვილი არ გყავთ? თოჯინას ხომ არ იშვილებდით? – ეს შეკითხვა სავსებით ლოგიკურად ჟღერს. ლონდონის მცხოვრებმა ქალმა, 38 წლის ბეკი ტულიმ, რომელმაც დაკარგა გოგონას გაჩენის იმედი, 17 ათასი გირვანქა სტერლინგი დახარჯა იმაზე, რომ გოგონა თოჯინები შეიძინოს. ოღონდ, ეს ჩვეულებრივი თოჯინები არ გახლავთ – ეს რებორნებია. ბოლო დროს სულ უფრო საშიში პოპულარობა მოიპოვეს რებორნებმა – ცოცხალი ბავშვის საოცრად მსგავსმა თოჯინებმა, რომლებიც ბევრ ადამიანს მართლა უცვლის შვილს.
38 წლის ბეკის სამი ვაჟი ჰყავს, მაგრამ ირწმუნება, რომ მთელი გულით სურდა გოგონა. მართალია, ვაჟებიც უყვარს
(!), მაგრამ ნამდვილი დეპრესია დაემართა იმის გამო, რომ ქალიშვილი ვერ გააჩინა. 2009 წელს საკვერცხეები ამოაჭრეს და სულ დაკარგა ოცნების ასრულების შანსი, მერე კი უნახავს გადაცემა რებორნ-თოჯინებზე და გადაწყვიტა, ერთი ასეთი „სილიკონის შვილი“ თავადაც აეყვანა.

mshoblebi

თანაც, აღმოაჩინა, რომ მას არც მოვლა უნდა, არ ტირის, არ ითხოვს ჭამას, გასეირნებას – გეწვინოს სადაც გინდა, ეფერე რამდენიც გინდა, და სულ იმ ასაკის იქნება, როგორც შენ გინდა. ნამდვილი „აღმოჩენაა“ იმ ადამიანებისთვის, ვისაც აშკარად აქვთ გარკვეული ფსიქიკური პრობლემები და დეპრესიები.
ინგლისელი ქალი არ გაჩერებულა ამაზე – ერთს კიდევ ოთხი რებორნი მიაყოლა და ოჯახის წევრების უფლებებით აცხოვრებს. ყველა თოჯინას თავისი
სახელი აქვს, თავისი ოთახი, გარდერობი და სამოსი – 500 კოსტიუმი თითოს, რადგან მათ ერთი და იგივე სამოსი არ უნდა ეცვათ და „ხშირად იცვალონ“, მიაჩნია მათ დედას.

mshoblebi


რებორნის თოჯინების საშიშ პოპულარობაზე რა ხანია საუბრობენ. ბევრი მათ კოლექციებს აგროვებს, ბევრს ისინი მართლა უცვლიან შვილებს, ზოგს მარტოობას „უქარვებენ“ და ა.შ.

mshoblebi

არც ისე დიდი ხნის წინ რუს ქალბატონს თავს დატეხილმა ამბავმა რებორნების პოპულარობას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. მას ავტოკატასტროფაში დაეღუპა ახალშობილი და საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. მანაც შემთხვევით აღმოაჩინა რებორნების არსებობის შესახებ და ბევრი არ უფიქრია – ზუსტად თავისი შვილის მსგავსი თოჯინა დაამზადებინა.

mshoblebi

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
27015
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
სად შეიძლება შევიძინოთ?
19:48 / 13-12-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი