არსებობს ისეთი ოჯახებიც, სადაც ყოველდღიურ მენიუშია "კოკა-კოლა", ჩიფსები, ბურგერები უფროსების დარწმუნებაც კი ძნელია იმაში, რომ ფასტ-ფუდი და გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვის მავნებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვებზე. არსებობს ისეთი ოჯახებიც, სადაც ყოველდღიურ მენიუშია "კოკა-კოლა", ჩიფსები, ბურგერები და ა.შ. ამერიკელმა ჯორჯ პრიორამ გადაწყვიტა, საკუთარ თავზე გამოეცადა, მაინც რა შედეგები მოაქვს "კოკა-კოლას", თუ მივეძალებით.
ექსპერიმენტის მიმდინაეეობისას ყოველდღე სვამდა 8-10 რკინის ქილა კოკა-კოლას. ექსპერიმენტი რომ სრული სიზუსტით ჩაეტარებინა, ჩვეული რაციონი არ შეუცვლია და არც ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. მის რაციონში შეიცვალა მხოლოდ ის, რომ მიეძალა კოკა-კოლას.
და აი, რა მოხდა. როცა ექსპერიმენტის დასაწყისში დადგა სასწორზე, 168 ფუნტი უჩვენა, რაც დაახლოებით 76,2 კილოგრამს უდრის.
ყოველდღიურად სასწორზე ციფრები მატულობდა და ექსპერიმენტის ბოლოს, ერთი თვის შემდეგ, 190 ფუნტამდე მიაღწია, რაც დაახლოებით 86,2 კილოგრამია.
რატომ "გაიმეტა" ასე თავი ჯორჯმა და 10 კილოგრამით გაისუქა? რისთვის "გაწირა" ორგანიზმი? ერთ ინტერვიუში ასე თქვა: "მოკლედ რომ გითხრათ, ასე მინდოდა ყველასთვის მეთქვა, რამდენ შაქარს სვამენ ყოველდღე და შემეხსენებინა, რომ ეს ჯანმრთელობას ღუპავს".