ტრაგედია, რომლის შესახებაც ალასანიები იშვიათად ლაპარაკობენ და მეუღლის გულახდილი ინტერვიუ
ტრაგედია, რომლის შესახებაც ალასანიები იშვიათად ლაპარაკობენ და მეუღლის გულახდილი ინტერვიუ
"ირაკლის არ უყვარს განცდების გაზიარება, მისი უსიტყვოდ მესმის. ვიცი როდის, რა ინტენსივობით უნდა ვიყო მის გვერდით", - ამბობს ირაკლი ალასანიას მეუღლე - ნათია ფანჯიკიძე. Ambebi.ge გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალ "გზის" არქივიდან, რომელშიც ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიასთან ურთიერთობის დაწყების პერიოდიდან ოჯახურ თანაცხოვრებამდე არსებულ ცხოვრებისეულ დეტალებზე ყვება. ამავე ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას ცხოვრების ყველაზე დრამატულ პერიოდსა და იმ ტრაგედიაზე საუბრობს, რომელზეც ალასანიებს ხმამაღლა არასდროს უსაუბრიათ...

- ნათია, ირაკლი როგორ გაიცანით?
- უნივერსიტეტში გავიცანი... მანამდე მას კაფეშიც შევხვდი, მაგრამ იქ ერთმანეთს არ გამოვლაპარაკებივართ.

-
მაგრამ ერთმანეთი ორივეს დაგამახსოვრდათ, არა?
- ასე იყო... მაშინ ირაკლი საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა, მე - ხელოვნებათმცოდნეობის. სიმართლე გითხრათ, ამ ფაკულტეტზე შემთხვევით მოვხვდი, ამიტომ არასდროს მითქვამს, ხელოვნებათმცოდნე ვარ-მეთქი. შემდეგ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და სანამ სწავლას დავასრულებდი, ვამბობდი - ფსიქოლოგი ვარ-მეთქი.

- ერთმანეთს ადვილად გაუგეთ?
- ძალიან ადვილად გავუგეთ. ზოგადად, ირაკლისნაირი ადამიანები ძალიან მომწონს... ბევრს არ ლაპარაკობს...

- ოჯახშიც ასეთია?
- ის ასეთია, არ თამაშობს. ირაკლიმ გაცნობისთანავე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კარგადაც გამოიყურებოდა. მის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობდი...

- და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებაც მიიღეთ...
- ბევრი არ გვიფიქრია. მაშინ ირაკლი 18 წლის იყო, მე - 20-ის. ის ჩვენთან ოჯახში სტუმრად ხშირად მოდიოდა. დასამალი არაფერი მქონდა. იმ აზრს, რომ სიყვარულს მალვა უნდა, არ ვეთანხმები. სიყვარულს მალვა კი არა, ხმამაღლა აღიარება უნდა! იმ ასაკში, როცა ოჯახი შევქმენით, შეყვარებული წყვილები ხშირად სადღაც "იპარებიან" ხოლმე. ჩვენ მსგავსი რამ აზრადაც არ მოგვსვლია. ირაკლიმ თავის თავს არ აკადრა, რომ ვინმეს გაჰპარვოდა, გაჰქცეოდა... ოჯახი ტრადიციის დაცვით შევქმენით - ნიშნობა გვქონდა, თუმცა ქორწილი არ გადაგვიხდია.
mshoblebi
- რატომ?
- იმ წლებში თბილისში ძალიან დაძაბული მდგომარეობა იყო. მამებმა გვითხრეს, იმდენი ახალგაზრდა ბიჭი იღუპება, ვერაფერს აღვნიშნავთ, სირცხვილიაო. ამაზე ცოტა გულიც კი მწყდებოდა, რადგანაც სადედოფლო კაბის ჩაცმაზე მეც ვოცნებობდი. შემდეგ მე და ირაკლი ვამბობდით, თბილისის ომი რომ დამთავრდება, ჩვენი ერთად ყოფნა აღვნიშნოთ-თქო, მაგრამ შემდეგ აფხაზეთის ომი დაიწყო...

- აფხაზეთის ომში სამწუხაროდ, ირაკლის მამა - მამია ალასანია დაიღუპა...
- ეს უმძიმესი ტრაგედია იყო.

- ამ ტრაგედიაზე ირაკლი და მისი ოჯახის წევრები ნაკლებად ლაპარაკობენ...
- მამია ალასანია უშიშროების გენერალი იყო, სანამ აფხაზეთში წავიდოდა, 6 წლის მანძილზე ავღანეთში იბრძოდა. თავისი საქმე კარგად იცოდა, პროფესიონალი გახლდათ. როცა აფხაზეთში მდგომარეობა დაიძაბა, ირაკლი იქ, როგოც რიგითი ჯარისკაცი, ისე წავიდა. იმ დროს მამამისი ზუგდიდის მისადგომებთან იყო განაწილებული. როგორც ჩანს, გული უფრო ცხელი წერტილისკენ მიუწევდა, თან ისიც იცოდა, რომ სოხუმში მისი შვილი იბრძოდა. იქ ჩავიდა და ჟიული შარტავასთან ერთად გამაგრდა (ჟიულისთან მამიას ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა). როცა სოხუმს უკვე ყველა ტოვებდა, ირაკლი მინისტრთა საბჭოს შენობასთან მივიდა. იქ მამიასა და ჟიული შარტავასთან ერთად, სხვა ქართველებიც იყვნენ, სოხუმი იცლებოდა. ირაკლისთვის მამიას უთქვამს: შენ თბილისში დაბრუნდი, მე აქ დავრჩებიო. ირაკლიმ სვანეთი ფეხით გადმოიარა და შინ ისე დაბრუნდა (პაუზის შემდეგ)... ის ამ თემაზე ნაკლებად ლაპარაკობს. ამდენი წელია, ერთად ვცხოვრობთ და მისგან არასდროს მსმენია სიტყვები: "მე ეს განვიცადე", "ცუდად ვარ", "ძალიან მეტკინა", "თანამიგრძნე"... მას არ უყვარს გრძნობებით მანიპულირება. ყველაფერი უხმოდ და უსიტყვოდ გადააქვს. საკუთარი განცდები არც ამ შემთხვევაში გაუზიარებია. მამის ხსენება საერთოდ შეწყვიტა. მაშინ ძალიან ახალგაზრდა - 19 წლის იყო.

- როგორც ვიცი, მამის გვამს დიდხანს ეძებდა...
- ძალიან დიდი ხნის მანძილზე... ამის შესახებ ნორმალურად არაფერი ვიცოდით. იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ მამია ალასანია ცოცხალია და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ თანხას ითხოვდნენ. ზოგჯერ ვიღაც დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, გარდაცვლილია და გვამსაც გადმოგცემთო. ეს კოშმარი 4 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ირაკლი მიდიოდა, თუთიის კუბო მიჰქონდა და ყოველ ჯერზე მამის ნაცვლად სხვა მიცვალებულის გვამი გადმოჰქონდა... განაგრძეთ კითხვა
7698
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი