ანუკი არეშიძე: "ნებართვა ავიღე და ისე დავდე მისი ფოტო, რადგანაც პროტესტი გამოაცხადა" დიზაინერმა და ყოფილმა მოდელმა ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში თავისი უფროსი ვაჟის ფოტოები განათავსა. მისი და კახა კალაძის უფროსი შვილი ლევანი, რომელსაც ბუბუს ეძახიან, ძალიან სიმპათიური ბიჭია და მის ფოტოებს ყოველთვის ბევრი მოწონება აქვს. დედა ასეთ მინაწერებს უკეთებს: "იტალიელებს რომ ვკითხოთ, ბუბუ მაგათ ჰგავს"; "ნებართვა ავიღე და ისე დავდე მისი ფოტო, რადგანაც პროტესტი გამოაცხადა, დაუკითხავად ნუ ანახებ ჩემს ფოტოებს ყველასო".
იტალიელებს ჰგავს თუ არა, ძნელი სათქმელია, თუმცა მშობლებს ნამდვილად ჰგავს და დედაც ამაყობს მისი ფოტოებით. თქვენც დაათვალიერეთ ბუბუსა და მისი ოჯახის ფოტოები და ასევე შეგიძლიათ იხილოთ ფოტოალბომი კახა კალაძის საცხოვრებელი სახლის ფოტოებით.