რას წარმოადგენს სინამდვილეში იმპორტირებული ქათმის ხორცი: "პრაქტიკულად ბალზამირებული ხორცია"
რას წარმოადგენს სინამდვილეში იმპორტირებული ქათმის ხორცი: "პრაქტიკულად ბალზამირებული ხორცია"
ცნობილია, რომ ქათმის ხორცი უაღრესად სასარგებლო პროდუქტია: ის ვიტამინებისა და მინერალების შეუცვლელი წყაროა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, მით უმეტეს, ბავშვებისთვის.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ქათმის ხორცი საქონლის ხორცთან შედარებით მეტ ცილას შეიცავს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი შედარებით ადვილად ითვისებს, ამიტომ ქათმის ხორცი შეიძლება უფრო ხშირად მიირთვათ. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ფრინველის ხორცი უფრო ნოყიერი და სასარგებლოა, თანაც, მეხორცული ქათმის ხორცი უფრო მეტ ცილებს და ცხიმს შეიცავს, ვიდრე კვერცხის მდებელი ქათმისა, ამიტომ ის უფრო გემრიელიცაა და სასარგებლოც.
როგორც საქართველოს მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს,
მეხორცეული ქათმის მიმართულება საქართველოში სრულიად უყურადღებოდ არის მიტოვებული, რის გამოც ქართული ბაზარი საეჭვო ხარისხისა და წარმომავლობის პროდუქციით არის გაჯერებული, რომელსაც სხვა ქვეყნებში არც უშვებენ:

- ბატონო ზურაბ, რა ადგილი უკავია ქართულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ფრინველის ხორცს?
- შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი წილი ამ ბაზარზე საკმაოდ მოკრძალებულია. იმპორტირებული ფრინველის ხორცი კი, ძირითადად ორი სახისაა - გაყინული და გაციებული. გაციებულ ქათამს ხალხში ნედლ ქათამს ეძახიან. ჩვენი კანონმდებლობით, ნედლი ქათმის სარეალიზაციო ვადა სულ რაღაც 24-48 საათია, იმპორტირებულ პროდუქტს კი, ეტიკეტზე ათდღიანი ვადა აქვს მითითებული ანუ 200 საათზე მეტი. მისი შენახვის ვადა გაზრდილია სხვადასხვა საშუალებებით, რომლის წყალობითაც ეს ნედლი კი არა, პრაქტიკულად ბალზამირებული ხორცია. ეტიკეტზეც არ არის მითითებული, რომ
იმპორტირებულ ფრინველის ხორცში გამოყენებულია აზოტი და სხვა სახის კონსერვანტები, ამიტომ მყიდველმა არ იცის, რის საფუძველზეა გაზრდილი პროდუქტის შენახვის ვადა. ადვილი მისახვედრია: როცა ადგილობრივი პროდუქტის შენახვის ვადა 24-48 საათია, ხოლო უცხოურისა - 200 საათზე მეტი, ისინი თავისთავად არათანაბარ პირობებში არიან ჩაყენებული. სხვათა შორის, შენახვის ვადის საკითხში ერთხანს აქტიურად ჩაერთო დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, ითქვა, რომ რაღაც რეგულაციები უნდა მიეღოთ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. იმედია, მომავალში მაინც მიიღებენ. საბოლოოდ, ყველაფერი ისეა მოწყობილი და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ იმპორტი უფრო წახალისებულია საქართველოში, ვიდრე ადგილობრივი, ქართული წარმოება, თუმცა ოფიციალურად აცხადებენ, ვეხმარებით და ხელს ვუწყობთ ადგილობრივ წარმოებასო...

- სინამდვილეში ასე არ ხდება?…
- ყოველ შემთხვევაში, მეფრინველეობაში წინგადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით არ იგრძნობა. საზღვარი ისევ დაუცველია, ზედაპირული შემოწმება კი ხდება, მაგრამ ადგილობრივი წარმოება იმპორტულს კონკურენციას ვერ უწევს.

- რა მდგომარეობაა გაყინული ქათმის ბაზარზე?
- გაყინულ ქათამზე მსჯელობა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე გაციებულზე იმიტომ, რომ მისი წარმოების თარიღი მთლიანად მომწოდებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. მყიდველი ვერანაირად ვერ შეამოწმებს, როდის არის გამოშვებული პროდუქტი, რომელსაც ყიდულობს. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ეტიკეტზე თარიღი არასწორად არის მითითებული და საქართველოში შემოსულ საქონელს ან ვადა აქვს გასული, ან შენახვის ძალიან მცირე პერიოდი აქვს დარჩენილი. ასეთი პროდუქტის თვითღირებულება ყოველთვის უფრო დაბალია და რანაირად უნდა გაუწიოს მას კონკურენცია ქართულმა პროდუქციამ?

- თუ შენახვის ვადები ხშირად დარღვეულია, მაშინ ხარისხზე რაღა უნდა ვთქვათ?
- რაც შეეხება ხარისხს, ჩვენ ვიცით, რომ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა თავის საზღვარზე საერთოდ არ ატარებს ბრაზილიური ქათმის ხორცს იმიტომ, რომ მასში ზრდის ჰორმონებია გამოყენებული. ზრდის ჰორმონს შეუძლია ადამიანის ორგანიმზე ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს. ეს ის ჰორმონია, რომელიც ევროპული კანონმდებლობით კატეგორიულად არის აკრძალული ნებისმიერი სახის ხორცის წარმოებაში. ჩვენთან კი, მსგავსი საკითხების მიმართ ადრეც ლოიალური მიდგომა იყო და ეს მიდგომა დღემდე შენარჩუნდა: - ხალხი შიმშილობს, ეს ყველაზე იაფი პროდუქტია და რატომ უნდა ავკრძალოთ?! აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ ეს პროდუქცია ჩვენგან გადის შუა აზიის ქვეყნებში, აზერბაიჯანში და იმპორტიორებსაც ინტერესი აქვთ, რომ საქართველოში თავიანთი წარმომადგენლობა ჰქონდეთ.

- გამოდის, რომ ადგილობრივი წარმოების ფრინველის ხორცი უცხოურთან შედარებით კონკურენტუნარიანი არ არის?
- სამწუხაროდ, ასეა იმიტომ, რომ იქ სულ სხვა ტექნოლოგიებია, მეწარმეებს სულ სხვა წახალისება აქვთ და პროდუქციაც სულ სხვა ფასი უჯდებათ. ძალიან დიდი რაოდენობით ნედლი ქათამი შემოდის თურქეთიდან, როდესაც იქ ჭარბი წარმოება აქვთ და ვეღარ ყიდიან.
გაგრძელება
9175
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები