დედისა და შვილის კავშირი იმდენად იდუმალი და საოცარი რამაა, ხანდახან ნამდვილი სასწაულების მოხდენა შეუძლია დედისა და შვილის კავშირი იმდენად იდუმალი და საოცარი რამაა, ხანდახან ნამდვილი სასწაულების მოხდენა შეუძლია. ეს შემთხვევაც ამ ფაქტის დასტურია.
შელი და ჯერემი მოუთმენლად ელოდნენ ბავშვი დაბადებას. მშობიარობა ძალიან რთული იყო და ექიმებმა სასწრაფო საკეისრო კვეთა გააკეთეს. პაწაწინა რაილანი გადაარჩინეს, თუმცა დედამისი კომაში ჩავარდა.
რამდენიმე საათი გავიდა და ქალი უმოძრაოდა იწვა, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ყველა ლოცულობდა მისთვის და ღმერთს სასწაულს სთხოვდნენ. ექიმებს არავითარი დამამშვიდებელი პროგნოზი არ გაუკეთებიათ, მხოლოდ მხრებს იჩეჩდნენ და ამბობდნენ, რომ საჭირო იყო ლოდინი და პაწაწინა იმედი, იქნებ შელი გონს მოსულიყო.
მოულოდნელად ერთ მედდას გაუჩნდა საოცარი იდეა. მან იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანია დედის შეხება იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც მშობიარობის დროს ან მას მერე აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. მედდამ ივარაუდა: "იქნებ დედასაც ასევე დაეხმაროს თავისი შვილის შეხება და მისი სურნელი?"
ექიმებმა აიტაცეს ეს იდეა და პატარა რაილანი საწყალ ქალს ხელებთან მიუწვინეს. ჩვილმა ტირილი დაიწყო და პრაქტიკულად რამდენიმე წამში დედას სიცოცხლის ნიშნები დაეტყო!
უკვე რამდენიმე დღეში შელი სრულად მოვიდა გონს და მალე გამოჯანმრთელდა კიდეც. თავისი შვილის შეხებამ ქალი აიძულა, სიცოცხლისთვის ებრძოლა. ეს დედისა და შვილის კავშირია, იდუმალი, ამოუცნობი და მართლაც სასწაულების მომხდენი.