დედის დაუჯერებელი გადაწყვეტილება ქლოე დანსტანი ამქვეყნად უბედნიერეს ქალად გრძნობდა თავს - ერთდროულად სამ ტყუპს ელოდა. პირველმა ულტრაბგერითმა გამოკვლევამ უჩვენა, რომ მის მუცელში ორი ვაჟისა და ერთი გოგონას გულები ძგერდა. დანსტანები მოუთმენლად ელოდნენ ბავშვების დაბადებას... თუმცა მეშვიდე თვეში სირთულეები დაიწყო.
მორიგ გამოკვლევაზე ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ გოგონას სიცოცხლე საფრთხეში იყო. ძმები გაცილებით სწრაფად ვითარდებოდნენ და დედის მუცელში სამივეს ადგილი აღარ ჰყოფნიდათ. ბიჭები უნებურად ჟანგბადს უკეტავდნენ დაიკოს.
ექიმებმა ქლოე რთული არჩევანის წინაშე დააყენეს. მას შეეძლო გაეწირა გოგონა და ორი ჯანმრთელი ვაჟი გაეჩინა. ან გაერისკა და ორსულობის მე-7 თვეში ნაადრევად ემშობიარა. მეორე შემთხვევაში რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ არა მხოლოდ ბავშვები (სამივე), არამედ დედაც.
ფიქრის დრო აღარ იყო, გოგონას მდგომარეობა მკვეთრად უარესდებოდა. ქლოემ სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგა და გარისკა - ორი ვაჟის სიცოცხლეც ეჭვქვეშ დააყენა, გოგონას გადასარჩენად.
ნაადრევი მშობიარობა დიდი რისკია ბავშვებისთვის. საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინა იმ დონეზეა, ძალუძს ვადაზე ადრე გაჩენილი პატარებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.
ბიჭებს ფილტვების ხელოვნური ინჰალაცია დასჭირდათ, თუმცა მთლიანობაში სტაბილური მდგომარეობა ჰქონდათ. გოგონას სიცოცხლისთვის კი ექიმებმა ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს.
პატარას ფილტვებში სისხლდენა ჰქონდა, ღვიძლის პრობლემები და ძვლების მეტაბოლური დაავადება. ექიმებს ეშინოდათ, რომ ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ნამდვილი სასწაული ჩაიდინეს და 11 კვირაში ბავშვი კლინიკიდან ჯანმრთელი გამოწერეს.
ახლა დანსტანების ოჯახი საყვარელ სამეულს დასტრიალებს. ბიჭებს ჰენრი და რუფუსი დაარქვეს, გოგონას კი - პერლა, რაც "მარგალიტს" ნიშნავს. დედისთვის ის მართლაც ძვირფასეულობაა.
"მე შემეძლო გამეწირა გოგონა და ღრმად ვყოფილიყავი დარწმუნებული, რომ ორი ცოცხლად დარჩენილი ვაჟი ჯანსაღი გაიზრდებოდა. მაგრამ ვერ დავუკარგავდი ჩემს პერლას გადარჩენის შანსს. თავდ დამნაშავედაც კი ვგრძმობ ბიჭების წინაშე, მაგრამ მგონია, რომ რისკი გამართლებული იყო. ჩემს პატარა გოგონას რომ ვუყურებ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შემეძლო მის გარეშე მეცხოვრა", - ამბობს ქლოე.