"დღეს ჩვენი 20-წლიანი ქორწინება სასამართლოს დარბაზში დასრულდა განქორწინება – რთული ეტაპია ადამიანების ცხოვრებაში. ხშირად ურთიერთობა სკანდალებით, ერთმანეთზე დანთხეული სიბინძურითა და ხელჩართული ბრძოლით მთავრდება. მაგრამ ინგლისური გამოცემის The Huffington Post-ის ბლოგერი, მაიკლ ჩეშირი სულ სხვაგვარად დაემშვიდობა ცოლს. მისი სიტყვები მართლაც გულშიჩამწვდომია.
"დღეს ჩვენი 20-წლიანი ქორწინება სასამართლოს დარბაზში დასრულდა.
გულწრფელად რომ გითხრა, არ მჯერა. როცა ჩვენ რამდენიმე თვის წინ ამ გადაწყვეტილებამდე მივედით, ჩემთვის სამყარო დაინგრა. სიმართლე გითხრა, მეშინია, არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება უშენოდ. შენ ხომ ერთადერთი მუდმივი და საიმედო ადამიანი იყავი ჩემს ცხოვრებაში. შენ თითქოს ხმა ხარ ჩემს გონებაში.
მე მადლობელი უნდა ვიყო შენი ამ 20 წლისთვის. და ამიტომაც, დღეს, ჩვენი განშორების პირველ დღეს, მე ამ ყველაფერს ვწერ... დრო ძალიან სწრაფად გარბის და შეიძლება ვერც მომესწრო ამ ყველაფრის შენთვის თქმა. ამიტომაც, ნება მომეცი, ჩემი ემოციები გაგიზიარო.
შენ ჯილდო გეკუთვნის იმ 20 წლისთვის, რომელიც ჩემნაირ ადამიანთან გაატარე.
ორივემ ვიცით, რომ მარტივი არ არის ჩემნაირი კაცის სიყვარული. მე ცოტა მძინავს, ბევრს ვხუმრობ და ხშირად არც ისე კარგად ვიქცევი. ბევრი გავრისკე. ძალიან გვიან მივხვდი, რომ ბევრი ჩემი ოცნება შენთვის კოშმარი იყო, მაგრამ მაინც, ყოველთვის მზად იყავი, გამომყოლოდი თუნდაც ქვეყნის დასალიერში. და მე ვნანობ, რომ ამდენი ტანჯვა მოგაყენე.
მაგრამ ეს კარგი ქორწინება იყო...
სტატისტიკის მიხედვით ქორწინების 50 % განშორებით მთავრდება, ხოლო 50 % - სიკვდილით. ასე რომ, ჩვენ გაგვიმართლა.
შენ შესანიშნავი დედა ხარ!
შენი სიკეთე და სიყვარული, რომელსაც შვილების მიმართ იჩენ, ალბათ, ყველაზე ლამაზია, რაც გაგაჩნია. ვერც კი წარმოგიდგენია, როგორ ვცდილობდი, შენ დაგმსგავსებოდი.
გაგრძელება