სიამის ტყუპის უნიკალური ფოტოები - ხუთი თვის გოგონების საოცარი ამბავი
სიამის ტყუპის უნიკალური ფოტოები - ხუთი თვის გოგონების საოცარი ამბავი
ხუთი თვის მარია კლარა და მარია ედუარდა ბრაზილიიდან – სიამის ტყუპის ის იშვიათი შემთხვევაა, როცა წარმატებით დასრულდა ერთმანეთთან "დაცალკევება". მათი საოცარი ამბავი ფოტოგრაფმა ფირზე აღბეჭდა.
სიცოცხლის პირველი თვეები მარია კლარა და მარია ედუარდა ოლივეირა სანტანებმა განუყრელად გაატარეს. გოგონები მუცლებით იყვნენ ერთმანეთზე მიკრულები. რამდენიმე კვირის წინათ მათი დაცალკევების საკმაოდ სარისკო და რთული ოპერაცია გაკეთდა.
mshoblebi
საბედნიეროდ, ოპერაციას გართულებები არ მოჰყოლია და ახლა ბავშვები გამოკეთების გზაზე არიან.
საოჯახო ფოტოგრაფს ანდრე მატეუსს მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, ამ ოჯახისთვის ფოტოები გადაეღო ოპერაციამდე და ოპერაციის მერე -
კლინიკის ტერიტორიაზე.
mshoblebi
ღარიბი ოჯახია. გოგონების მშობლები ახალგაზრდები არიან - 20 წლისანი. გოგონებთან ერთად რომ ყოფილიყვნენ, მშობლებს რიგრიგობით ეძინათ, რადგან იმ ცენტრში, სადაც ოპერაციას ელოდნენ, ძალიან ცოტა ადგილი იყო.
mshoblebi
მიუხედავად ყველაფრისა, მათ დიდი იმედი ჰქონდათ, რომ სასწაული მოხდებოდა. და მოხდა კიდეც.
3695
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები