სიცოცხლის პირველი თვეები დებმა განუყრელად გაატარეს ხუთი თვის მარია კლარა და მარია ედუარდა ბრაზილიიდან – სიამის ტყუპის ის იშვიათი შემთხვევაა, როცა წარმატებით დასრულდა ერთმანეთთან "დაცალკევება". მათი საოცარი ამბავი ფოტოგრაფმა ფირზე აღბეჭდა.
სიცოცხლის პირველი თვეები მარია კლარა და მარია ედუარდა ოლივეირა სანტანებმა განუყრელად გაატარეს. გოგონები მუცლებით იყვნენ ერთმანეთზე მიკრულები. რამდენიმე კვირის წინათ მათი დაცალკევების საკმაოდ სარისკო და რთული ოპერაცია გაკეთდა.
საბედნიეროდ, ოპერაციას გართულებები არ მოჰყოლია და ახლა ბავშვები გამოკეთების გზაზე არიან.
საოჯახო ფოტოგრაფს ანდრე მატეუსს მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, ამ ოჯახისთვის ფოტოები გადაეღო ოპერაციამდე და ოპერაციის მერე - კლინიკის ტერიტორიაზე.
ღარიბი ოჯახია. გოგონების მშობლები ახალგაზრდები არიან - 20 წლისანი. გოგონებთან ერთად რომ ყოფილიყვნენ, მშობლებს რიგრიგობით ეძინათ, რადგან იმ ცენტრში, სადაც ოპერაციას ელოდნენ, ძალიან ცოტა ადგილი იყო.
მიუხედავად ყველაფრისა, მათ დიდი იმედი ჰქონდათ, რომ სასწაული მოხდებოდა. და მოხდა კიდეც.