13 კვირის ორსული იყო, როცა ექოსკოპიაზე მივიდა. შედეგებმა წყვილი გააოცა კიმბერლი და კრეიგ ფიუგეიტები მრავალი წელია ბედნიერად ცხოვრობენ. უკვე 40 წელს გადააბიჯეს და 10 წლის ქალიშვილ კეიტლინს ზრდიდნენ, როცა 42 წლის კიმბერლის ღმერთმა მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა – დაორსულდა, თან ტყუპზე.
ჯერ ისიც გაუკვირდა, რომ ორსულად დარჩა – ის და მისი ქმარი აღარ აპირებდნენ ბავშვის გაჩენას. ეს სასიამოვნო სიურპრიზი მომავალმა დედამ საკმაოდ გვიან შეიტყო – უკვე 13 კვირის ორსული იყო, როცა ექოსკოპიაზე მივიდა. შედეგებმა წყვილი გააოგნა – ერთდროულად სამი ტყუპისთვის მოემზადეთო!
კრეიგმა და კიმბერლიმ გადაწყვიტეს, რომ ეს ნამდვილად ღმერთის საჩუქარი იყო. მაგრამ იმ აზრთან შეგუება ძლივს მოასწრეს, რომ სამი ბავშვისთვის უნდა მოევლოთ, როცა კიდევ უფრო შთამბეჭდავი სიახლე ამცნეს – მორიგი სამედიცინო გამოკვლევის დროს, რომელიც 28-ე კვირას გაიარა, კიმბერლის გამოუცხადეს, რომ მეტი სამოსი შეეძინათ ახალშობილებისთვის. "აქ გაცილებით მეტი ფეხია, ვიდრე სამ ბავშვს უნდა ჰქონდეს", - ღიმილით თქვა ექიმმა.
აღმოჩნდა, რომ კიმბერლი ერთდროულად ოთხი შვილის დედა გახდებოდა. უფრო მეტიც, ეს იდენტური ტყუპი იყო, ანუ ერთ კვერცხუჯრედში განაყოფიერდნენ. ასეთი ალბათობა კი 1-ია 13 მილიონიდან!
ორსულობამ რაიმე გართულების გარეშე ჩაიარა და მალე ქვეყანას ოთხი ლამაზი გოგონა მოევლინა. როგორც ფიუგეიტების ოჯახის ყველა წევრს, ახალშობილებსაც ასო "კ"-ზე ერგოთ სახელები: კენლი, კრისტენი, კეილი და კელსი.
ერთი წელი გავიდა და ბედნიერი დედა შთაბეჭდილებებს უზიარებს საზოგადოებას: "მე აღარ ვაპირებდი შვილების გაჩენას, ჩემი პირველი ქალიშვილის მერე. მაგრამ ახლა მიმაჩნია, რომ ეს ღმერთის საჩუქარია. როცა ამ საყვარელ სახეებს ვუყურებ, თავი უბედნიერეს ადამიანად წარმომიდგენია!~