"როგორ შეიძლება დაიჯერო ტუტრუცანა ბიჭის ნათქვამი" - მაღალი ნიშნის დასაწერად ლექტორი სტუდენტებს საკუთარი წიგნის შეძენას აიძულებს?
"როგორ შეიძლება დაიჯერო ტუტრუცანა ბიჭის ნათქვამი" - მაღალი ნიშნის დასაწერად ლექტორი სტუდენტებს საკუთარი წიგნის შეძენას აიძულებს?
"ნიშნის წერის დროს გავითვალისწინებ", - ამ ფრაზამ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საუბარია ილიას უნივერსიტეტის პროფესორზე, ქეთევან ჯაშზე, რომელიც სტუდენტებს საკუთარი წიგნის შეძენისკენ მოუწოდებდა და თან აფრთხილებდა, რომ ამას ნიშნის წერის დროს გაითვალისწინებდა. ეს ინფორმაცია კი მისმა სტუდენტმა, გიორგი კობახიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაასაჯაროვა. როგორც გიორგი ამბობს, ეს წერილი ყველა იმ სტუდენტმა მიიღო, რომელმაც მისი საგანი აირჩია.

"სტუდენტების ძალიან დიდი ნაწილი უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. იხდიან სწავლის, მგზავრობის, საჭმლისა და
ხშირად ბინის ქირის საფასურს. ამ თანხებისთვის თვიდან თვემდე უწევთ ძალიან მძიმე პირობებში მუშაობა და ამასთან, სწავლის შეთავსება. ასეთ მდგომარეობაში მყოფებს მათ მისდით წერილი ლექტორისგან, რომელიც ასწავლის კურსს საკუთარი სახელმძღვანელოთი და სტუდენტებს მისი შეძენისკენ მოუწოდებს. სახელმძღვანელო საფრანგეთის შესახებ შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზია "ლიგამუსში", რასაც ნიშნის წერის დროს გავითვალისწინებ", - დაწერა გიორგი კობახიძემ სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ ფაქტს მალე გამოეხმაურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაც, რომელმაც ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადება გაავრცელა.

"ინფორმაციის მიხედვით, პროფესორი სტუდენტებს ურჩევდა საკუთარი სახელმძღვანელოს შეძენას, რასაც მათ აკადემიურ შეფასებას უკავშირებდა. ასეთი ქმედება შორსაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დამკვიდრებული კეთილსინდისიერი პრაქტიკისაგან და წარმოადგენს უნივერსიტეტში მოქმედი აკადემიური პერსონალის ეთიკის კოდექსის ძირითადი პრინციპების უხეშ დარღვევას. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულია
მოკვლევა უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესით", - ნათქვამია ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

Ambebi.ge კომენტარისთვის თავად ქეთევან ჯაშს დაუკავშირდა. პროფესორმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და გვითხრა, რომ მსგავსი საქციელი მის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, შეტყობინება, რომელიც სტუდენტებმა მიიღეს, სხვა კონტექსტში იყო გაცხადებული. განაგრძეთ კითხვა
1020
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```