წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა. პატარძლის კაბა ცნობილი მომღერლის ბიონსეს კაბის ანალოგი იყო ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ქორწილი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, თითქმის ყველა გოგონა ბავშვობიდან იწყებს მშვენიერ უფლისწულსა და საქორწილო აქსესუარებზე ოცნებას, თუმცა ზოგჯერ ულამაზეს სასიყვარულო ისტორიას და საქორწილო ცერემონიალს არცთუ ხანგრძლივი ოჯახური ცხოვრება მოჰყვება ხოლმე, თუმცა ის ერთი, განსაკუთრებული დღე ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესად რჩება.
ქართულ-ამერიკული ქორწილი
ერთ-ერთი ბოლო, რომელიც ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, მოდელისა და ტელწამყვანის, ნუკი კოშკელიშვილის ამერიკული ქორწილი იყო. ა.წ. სექტემბერში, ნიუ იორკში, ერთ პატარა, ლამაზ პარკში, ქართულ-ამერიკული ქორწილი გაიმართა, პატარძალი 25 წლის ნუკი კოშკელიშვილი გახლდათ, ნეფე - ამერიკელი რადიოლოგი, 35 წლის ბენ ჰაიმი. როგორც ნუკის დედა მედიასთან ყვებოდა, ქორწილი ვიწრო წრეში ჩატარდა, საპატარძლომ კაბა თბილისში იყიდა, რომელიც ბენს ქორწილამდე არ უნახავს. "საქორწილო ცერემონიალისას ნუკი რომ დაინახა, ტირილი დაიწყო. ბენს ნუკი ძალიან უყვარს." - უთხრა ერთ-ერთ ჟურნალს ნუკის დედამ.
სკანდალური ქორწინება
სკანდალური გამოდგა მომღერალ ნინი ბადურაშვილისა და ყოფილი წყალბურთელისა და მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენის ირაკლი კუტალაძის ქორწინება, თუმცა საქორწილო სამზადისი და თავად ქორწილი, რომელიც 2012 წელს, "შერატონში" გაიმართა, უალამაზესი იყო. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, თუმცა მათი თანაცხოვრება ხანმოკლე გამოდგა და ცოლ-ქმარი რამდენიმე თვეში დაშორდა ერთმანეთს.
ზღაპრული ქორწილი, მაგრამ ხანმოკლე ოჯახური ცხოვრება
მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა მსახიობ გიორგი ვარდოსანიძისა და მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ქორწინება, თუმცა მათი სიყვარულის ისტორია, რომელიც ტელეპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" დაიწყო და ქორწილი ნამდვილად ზღაპრულს ჰგავდა. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა. პატარძლის კაბა ცნობილი მომღერლის ბიონსეს კაბის ანალოგი იყო, სალომე ჭოჭუა ქორწილში პირდაპირ ბრწყინავდა, თუმცა წყვილი ერთად ორიოდ თვეს იყო.
ძვირადღირებული
საქართველოში ერთ - ერთ ძირადღირებულ ქორწილად მიიჩნევა მუსიკოს დავით ევგენიძის ქალიშვილის, ლიკას და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილის ნიკა ალასანიას ქორწილი, რომელიც 2011 წელს გაიმართა. წყვილმა ჯვარი თბილისში, მამა დავითის ეკლესიაში დაიწერა და გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდის პარკში, ღია ცის ქვეშ გადაიხადა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოგალერეა