გილოცავ, მაშკუნ, დაბდღეს და ვულოცავ ყველას, ვისაც უხარია... პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა "ფეისბუქზე" აქვეყნებს შვილისადმი მილოცვას:
"დღეს ჩემი პატარა-დიდი გოგოს დაბ დღეა! 23 წლის წინ ქვეყანას მოევლინა საოცარი ცისფერთვალა ჩემი პირველი შვილი!
მიყვარს, მახარებს და მადარდებს ყოველთვის მისი ყველა ნაბიჯი.
გილოცავ, მაშკუნ, დაბდღეს და ვულოცავ ყველას, ვისაც უხარია, რომ 1991 წლის 16 ოქტომბერს დაიბადა გოგო, რომელსაც უყვარს თავისი მეგობრები და ახლობლები, რომელიც ხარობს თავისი პატარა ძმით. ვინც ყოველთვის ფიქრობს, როგორ დაეხმაროს დ გაახაროს გასაჭირში მყოფი ადამიანები!
მიყვარხარ დედუკ! ჩემო მშვენიერო გოგო! იყავი ხალისიანი და გულისხმიერი."