თიკა თინიკაშვილის ჩაცმულობა ერთხელ უკვე გახდა საზოგადოებრივი განსჯის საგანი თბილისის მერის მეუღლის თიკა თინიკაშვილის ჩაცმულობა ერთხელ უკვე გახდა საზოგადოებრივი განსჯის საგანი. ამჯერად დედაქალაქის პირველმა ლედიმ თბილისობაზე გაიბრწყინა - თბილისობის დღესასწაულზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მეუღლესთან და შვილებთან ერთად რიყეზე გაისეირნა. როგორც სხვა დროს, ასევე დღეს თიკა თინიკაშვილს და მის პატარა შვილს დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის შეკერილი სამოსი ეცვა. დიზაინერი კმაყოფილია თავისი ნამუშევრით.
თინათინ მაღალაშვილი: "ზოგადად, ხალხის პირველ რეაქციაზე მაშინდელ სამოსზე ისე ვინერვიულე, რომ ახლა რა რეაქციაც არ უნდა ჰქონდეთ, არ ვინერვიულებ. ძალიან ლამაზი სამოსი გამოვიდა, ძალიან მოუხდა თიკას. მზიანი ამინდი რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა, თუმცა მეც და თიკაც კმაყოფილები ვართ. "
იხილეთ ყველა ფოტო