ეს მართლაც რევოლუციური გამოგონებაა პირადი ჰიგიენის სფეროში ეს მართლაც რევოლუციური გამოგონებაა პირადი ჰიგიენის სფეროში. ამ გამოგონების მეშვეობით შესაძლებელია სწრაფად და უმტკივნეულოდ შეავსოთ ღრუები და ბზარები კბილებში, ასევე აღადგინოთ კბილის მინანქარი სტომატოლოგების დახმარების გარეშე.
შემადგელობით ის კბილის მინანქარს ჰგავს და შეიძლება, უშუალოდ კბილის დაზიანებულ ადგილზე დაიტანოთ. მასალა მიიღეს ჰიდროქსილ-აპატიტზე ექსპერიმენტებით - კბილების მთავარ კომპონენტზე.
თავდაპირველად ნივთიერებაში შემავალი მჟავა გაბზარული კბილის მინანქრის ზედაპირს აქრობს. რამდენიმე წუთში პასტა კრისტალიზდება და ხელოვნური მასალა მჭიდროდ ერგება ბუნებრივი მინანქრის სტრუქტურას. პლუს ამას, ეს კარგი ანტიბაქტერიული საშუალებაც ყოფილა.
როგორც იაპონელი სტომატოლოგების მიერ ჩატარებული ტესტები უჩვენებს, ამ გამოგონების მეშვეობით ნამკურნალები კბილი არაფრით განსხვავდება ჯანსაღი კბილისგან. მიკროსკოპითაც კი.
იმედია, ეს სიახლე დროზე შემოვა ბაზარზე და ყველა ადამიანი დაისვენებს სტიმატოლოგებთან ხშირი ვიზიტებისა და კბილების პრობლემებისგან.