ის ორსულობის 28-ე კვირაში დაიბადა, საკეისრო კვეთის შედეგად გაიცანით, ეს პაწაწინა არსება პიქსი გრიფიტ-განდია. ის ორსულობის 28-ე კვირაში დაიბადა, საკეისრო კვეთის შედეგად. 500 გრამიც კი არ იყო - 490 გრამს იწონიდა. თუმცა მარტო ესეც არ არის მთელი ამბავი. დაბადებისთანავე აქტიურად დაიწყო წონაში კლება. ექიმებმა ის მოიფიქრეს, რომ სენდვიჩებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პაკეტში ჩასვეს, სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად. თავზე მინიატიურული ქუდი დაახურეს და ასე შეიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
პიქსიმ დედის მუცელში ზრდა უკვე მე-20 კვირაში შეწყვიტა და ამიტომაც დაგეგმეს ექიმებმა ნაადრევი მშობიარობა. გადარჩენის შანსი მინიმალურზე მინიმალური იყო. ბავშვი ისეთი პაწაწინა გახლდათ, დედას, შერონ გრანტს, ხელისგულზე ეტეოდა.
პირველი 18 დღე შერონს თავის ცეროდენა გოგონასთან არ უშვებდნენ. მშობიარობიდან ორ თვეში კი თანდათან წონაში მატება დაიწყო. სულ ინკუბატორში სამი თვე გაატარა და რომ გამოწერეს, 3,5 კილოგრამს იწონიდა. ამასობაში სისხლის გადასხმის 10 პროცედურა ჰქონდა უკვე ჩატარებული. კიდევ კარგი, ახლა აღარაფერი ემუქრება მის სიცოცხლეს.
ახლა კარგად არის და დედასთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს. ”ეს ნამდვილი სასწაულია, რომ პიქსი გადარჩა. - ამბობს შერონი, - თუმცა ეს მართლაც ძალიან რთული გადასატანი იყო...”