სამაგალითო დედა და მასწავლებელი დიდ სკანდალში გაეხვა სამაგალითო დედა და მასწავლებელი დიდ სკანდალში გაეხვა. იუტას შტატის სკოლაში სკოლის მოსწავლეებმა მშობლებს უჩვენეს მასწავლებლის ფოტოები, რომელიც სოციალურ ქსელში ჰქონდა გავრცელებული...
მინდი ჯენსენი სამაგალითო დედა და მასწავლებელია, რომელიც ოთხ შვილს ზრდის. ასევე წყნარად განაგრძობდა ცხოვრებას, უცებ, მეოთხე შვილის დაბადების შემდეგ ბოდიბილდინგით რომ არ დაინტერესებულიყო. ბლოგი გააკეთა ”ინსტაგრამზე” და დაიწყო ფოტოების დადება, რომ სხვა ქალებიც დაეინტერესებინა. თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ და მშობლებმა ეს ფოტოები არაადეკვატურად მიიჩნიეს მასწავლებლისთვის და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს. თანაც, მოითხოვეს, ფოტოებისადმი წვდომა შეეზღუდა.
მინდი სამართლიანად აღშფოთდა: ”მთელი მსოფლიოდან მწერენ ქალები, რომ ჩემი მაგალითი მათ შთააგონებს და ცდილობენ, უფრო ძლიერები გახდნენ. თუ ჩემს ფოტოებს ვერ ნახავენ, როგორ მისდევენ ჩემს მაგალითს? ჩემს უფლებებს კი ნუ ზღუდავთ, ბავშვები აკონტროლეთ, თუ რამე არ მოგწონთ. ეს შვილებისა და მშობლების პრობლემაა და არა ჩემი”.
სავარაუდოდ, პრობლემა ის არის, რომ იუტაში ბევრი მორმონი ცხოვრობს, რომელთათვისაც მსგავსი ქცევა უხამსად მიიჩნევა. არადა, იმავე მორმონებში წახალისებულია მრავალცოლიანობა.
სავარაუდოდ, მინდი თავის სიმართლეს დაამტკიცებს და ვისაც არ მოსწონს მისი ფოტოები, იმ მშობლებს მოუწევთ ბავშვებისთვის მასწავლებლის სოციალურ გვერდებსა და ბლოგებში ძრომიალის აკრძალვა.