შვილებისთვის რჩევის მიცემას აზრი არ აქვს, ისინი უბრალოდ, თქვენ გაკვირდებიან, ხედავენ, როგორ ცხოვრობთ... ეს არის ქალი, რომელიც ყოველთვის აღაფრთოვანებს და შიგადაშიგ აოცებს კიდეც. და აი, ახლაც მოახერხა ეს. მისმა ახალმა ფილმმა ''რიკი და ფლეში'' მართლაც გააოცა საზოგადოება. მერილი ხომ ამერიკელ როკმომღერალს, საკმაოდ თამამ და უცნაურ ქალს ასახიერებს, სრულიად გარდასახულია და ისეთი ჩახრინწული ხმით ლაპარაკობს, მის სადა და ქალურ იმიჯს თავდაყირა ატრიალებს. კიდევ ერთი სიახლე - ფილმში მას პარტნიორობას საკუთარი ქალიშვილი უწევს.
- თქვენს გმირს დამახასიათებელი იმიჯი აქვს, ვარცხნილობისა და მაკიაჟის ჩათვლით. ასეთი რადიკალური იმიჯის მორგება არ გაგიჭირდათ?
- გადაღებებამდე ექსპერიმენტების ჩატარება გადავწყვიტე სახლში, თმის ნაწილის გადაპარსვაც კი მინდოდა. მაგრამ ქმარმა კატეგორიულად ამიკრძალა. მაშინ გამიჩნდა იდეა, ერთ მხარეს დამეწნა თმა და მეორეზე ხელოვნური კულულები მიმება. რიკი იმ ტიპის
ადამიანია, რომელიც ახალგაზრდობაში ირჩევს ვარცხნილობას და აღარც იცვლის.
- ''რიკი და ფლეში'' პირველი ფილმი არ არის, რომელშიც ქალიშვილთან - მემი გამერთან ერთად თამაშობთ. როგორ მუშაობთ ერთად?
- ეს ჩვენი მესამე პროექტია. შემიძლია, გითხრათ, რას ვფიქრობ ჩემს ქალიშვილზე პროფესიონალური კუთხით, და ეს ძალიან ობიექტური შეფასება იქნება. სინამდვილეში მემი ფანტასტიკური მსახიობია. მას ყველაფერი აქვს, რაც მსახიობს სჭირდება: იუმორის გრძნობა, მგრძნობიარობა და ადამიანური სიმამაცე. ეს მისი ბუნებრივი თვისებებია, ყოველთვის ასეთი იყო.
- მუშაობის დროს რჩევებს აძლევთ?
- საქმე ის არის, რომ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და უსიტყვოდ ვუგებთ. შემიძლია, ვთქვა, როცა ჩვენ ერთად ვართ გადასაღებ მოედანზე, ძნელია ჩვენი გაკონტროლება (იცინის).
- რა არის ის საუკეთესო რჩევა, რაც შვილებისთვის მიგიციათ?
- რჩევები სტვენასავით არის: ერთ ყურში შედის და მეორიდან გამოდის, ბავშვები არ აქცევენ მათ ყურადღებას. ისინი, უბრალოდ, თქვენ გაკვირდებიან, ხედავენ, როგორ ცხოვრობთ. ეს არის მათთვის საუკეთესო რჩევაც და მაგალითიც. განაგრძეთ კითხვა