მშობლებმა ჩანასახშივე უნდა დაიჭირონ თადარიგი შვილის სწორად გასაზრდელად პატარები განსხვავებული ფსიქოლოგიური მახასიათებლებით ევლინებიან ქვეყანას. ზოგი თუ ჩუმი და უპრეტენზიოა, სხვას ლიდერული თვისებები და დაუმორჩილებლობა გამოარჩევს თანატოლებისგან. ამიტომ აუცილებელიც კია, მშობლებმა ჩანასახშივე დაიჭირონ თადარიგი შვილის სწორად გასაზრდელად. ამაში კი ყველაზე კარგად ასტროლოგია და თქვენი შვილის ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი ფარული შტრიხების ცოდნა დაგეხმარებათ. დღეს გვინდა გესაუბროთ ბავშვებზე, რომელთაც ზოგჯერ უმართავი აგრესია და დაუმორჩილებლობა ახასიათებთ.
ვერძი - ასტროლოგები თვლიან, რომ ვერძის გაზრდა ნებისმიერი ოჯახისთვის შეიძლება იყოს მსუბუქი ან დიდი "თავის ტკივილი", გააჩნიათ თავად მშობლებს. ვერძის ზოდიაქოს პლანეტა მარსი მართავს - ომის, ნგრევისა და აგრესიის პლანეტა. ამიტომ პატარა ვერძებში ლიდერული თვისებები და მათი შეზღუდვის პრეცენდენტი ხშირად იწვევს აგრესიის გამოვლინებას. ასეთი ბავშვის მშობელი თუ ხართ, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილს მცირე ასაკიდან ჩაუნერგოთ სხვების მიმართ პატივისცემის გრძნობა, მოთმინება და დიპლომატია. თუ არ გინდათ, რომ სამომავლოდ გადაულახავ პრობლემებს გადააწყდეთ მათი აგრესიული ხასიათიდან გამომდინარე. ვერძთან კარგად ჭრის მეგობრობა, მშობელი მისთვის პირველ რიგში კარგი მეგობარი უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ დედა ან მამა. განაგრძეთ კითხვა