ყველაფერი კიდევ უფრო დაუჯერებელი იყო, როცა გაირკვა, რომ... ცოტა ხნის წინ ამერიკაში უცნაური ამბავი მოხდა. ბავშვმა, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, სასწაულებრივად გადაარჩინა თანაკლასელი. თანაც, ყველაფერი კიდევ უფრო დაუჯერებელი იყო, როცა გაირკვა, რომ ამაში საყვარელი მულტფილმი დაეხმარა.
გოგონა შესვენებაზე ვაშლს ჭამდა და გადასცდა, იხრჩობოდა. 13 წლის ბიჭი მისკენ გაიქცა დასახმარებლად. მას ახსოვდა, როგორ უნდა მოქცეულიყო დახრჩობის დროს - თურმე სპანჯბობის შესახებ მულტფილმების სერიაში უნახავს ასეთი რამ.
ბიჭის მამა აღიარებს: "ის ბევრ რამეს ხვდება და ბევრ რამესაც იმახსოვრებს, ისეთს, რასაც ჩვენ უბრალოდ ვერ ვახერხებთ. ეს ყველაფერი მის თავში ინახება და თუ საჭირო გახდება, შეუძლია წამში ყველაფერი გაიხსენოს. სწრაფად მიხვდა, როგორ უნდა მოქცეულიყო და გვიხარია, რომ ასე მოიქცა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ბიჭით!"