ცხოვრება ჰიჯაბში - "ჩვენი ცხოვრება მარტო ქმრისთვის არის მიძღვნილი"
ცხოვრება ჰიჯაბში - "ჩვენი ცხოვრება მარტო ქმრისთვის არის მიძღვნილი"
ბევრჯერ მიფიქრია ამ ქალებზე, თუ როგორი არიან ისინი, რა სწყინთ, რა უხარ­იათ, რაზე ოცნებობენ, როგორ მიმდი­ნარეობს მათი ცხოვრება ჰიჯაბებს მიღმა,­ ან საერთოდ, ვის უძღვნიან ისინი თავიანთ ცხოვრებას... სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა­ მათთან გასაუბრება, ბევრი მათგანი თავს იკავებდა ინტერვიუსგან, ბოლოს ვიპოვე ადამიანი, ვინც შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილა ჩემი ცნობისმოყვარეობა, იმ პირობით, რომ მის სახელს არ გავამხელდი. 45 წლის ლელა პანკისის ხეობიდან არის, მისი ცხოვრება ჰიჯაბს მიღმა დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ გათხოვებამდე.

-
ჩვენი ცხოვრება მარტო ქმრისთვის არის მიძღვნილი. იცით, ჰიჯაბი რას ნიშნავს? - ჰიჯაბს რომ ახურავ ქალს, თმის ღერიც არ უნდა უჩანდეს, არც სხეული, ხელების გარდა, - ეს არის პატიოსნება.

- რა ასაკში იმოსებიან ქალები ჰიჯაბით?
- რაც უფრო ადრე ჩაიცვამ, უკეთესია, იძულება გამორიცხულია, თავად უნდა ჰქონდეს ქალს ჰიჯაბის ჩაცმის სურვილი. სახლში, ქმრის წინაშე არ ვატარებთ ჰიჯაბს. არც მამის, ძმისა და მამამთილის წინაშე, დანარჩენი­ ყველა მამაკაცი უცხოა ჩვენთვის.

- მაზლიც უცხოა?
- მაზლიც, დეიდაშვილიც, მამიდაშვილიც და ბიძაშვილიც.

- როგორ ხდება ჰიჯაბიანი ქალის გათხოვება?
- მოდიან მთხოვნელები, თუ ორივე მხარეს მოეწონება ერთმანეთი, მერე იწყება­ მოლაპარაკება. მამაკაცის ასაკს იმდენად მნიშვნელობა არა აქვს, თუ კარგი სასიძოა­ - გაჰყვები.
ჩვენთან გაპარვა არ შეიძლება.

- წესით, რამდენი ცოლის ყოლის უფლება­ აქვს თქვენს მეუღლეს?
- მრავალცოლიანობა ნებადართულია, შეიძლება კაცს ოთხი ცოლიც ჰყავდეს, ღმერთმა თუ არგუნა, მაგრამ აუცილებელი არ არის. მნიშვნელობა აქვს იმასაც, აქვს თუ არა კაცს ცოლების რჩენის საშუალება. ერთცოლიანობაც შეიძლება, - ჩემს მეუღლეს ერთი ცოლი ვყავარ. მამაჩემსაც ერთი ჰყავდა, ჩემს მამამთილს - ორი, სიძეებსაც თითო ჰყავთ.

- ერთ ოჯახში რამდენიმე მეუღლე როგორ ცხოვრობს?
- დებივით არიან, არა აქვთ შუღლი. შესაძლოა, მოუვიდეთ შელაპარაკება, თუმცა მცირე უთანხმოება ყველგან ხდება, სერიოზული არაფერი.

- როდესაც ქორწინების საკითხზე ოჯახებს შორის ხდება გარიგება, ქალი საქმროს პირველად ამ დროს ხვდება?
- მე, მაგალითად, ნანახი მყავდა ჩემი მეუღლე, დალაპარაკებულიც ვიყავი, მომეწონა და გავყევი.

- როგორ დაელაპარაკეთ?
- ჩემი მულის თანდასწრებით. პირისპირ დარჩენა არ შეიძლება, ვინმე უნდა გყავდეს ახლოს, შენიანი ან მისიანი.

- ერთმა პანკისელმა ქალმა მითხრა ერთ გოგოზე, ეგ იცი, რა ლამაზი გოგო იყო, მამამისი 18 ძროხად აფასებდაო.
- ჩემი სიძეც იტყვის ხოლმე ხუმრობით, ისეთი გოგო მყავს, 18 ძროხა უნდა გამოვართვა სასიძოსო. ადრე მართლა იყო ასეთი გარიგება, თუმცა ახლა აღარ ხდება. განაგრძეთ კითხვა
ტეგები: აზია ჰიჯაბი
6190
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?