მშობლები ხშირად ცდილობენ გაითვალისწინონ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელსაც შეიძლება დაემთხვას პატარის დაბადება ბავშვის გაჩენამდე და გაჩენისას მშობლები ხშირად ცდილობენ გაითვალისწინონ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელსაც შეიძლება დაემთხვას პატარის დაბადება - ასე ბავშვი ამ წმინდანის მფარველობის ქვეშ ექცევა და შეიძლება, სახელის დარქმევისასაც გაითვალისწინონ ეს ფაქტორი. ამჯერად გთავაზობთ იმ რამდენიმე წმინდანის სახელებსა და მათი ხსენების რიცხვებს, რომლებიც დეკემბერს უკავშირდება.
1 დეკემბერი: მოწამე პლატონი, მოწამე რომანოზი
2 დეკემბერი: ილარიონ ქართველი, მოწამე აზა
3 დეკემბერი: ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი, მღვდელმოწამე ნერსე ეპისკოპოსი და იოსები - მოწაფე მისი, მოწამენი თეკლა და ანა
4 დეკემბერი: ღვთისმშობელი მარიამის ტაძრად მიყვანება
5 დეკემბერი: მართალი მიქაელ მხედარი, კეთილმსახური მთავარი მიხეილ ტვერელი
6 დეკემბერი: არქიმანდრიტი გრიგოლი, ალექსანდრე ნეველი
7 დეკემბერი: დიდმოწამე ეკატერინე
8 დეკემბერი: მღვდელმოწამენი კლიმენტი და პეტრე
9 დეკემბერი: ღირსი იაკობ განდეგილი
10 დეკემბერი: დიდმოწამე იაკობ სპარსი, ღირსი რომანოზი
11 დეკემბერი: მოწამენი სტეფანე, ბასილი, გრიგოლი, იოანე
12 დეკემბერი: აბიბოს ნეკრესელი, ღირსი აკაკი სინელი
13 დეკემბერი: ანდრია პირველწოდებული; ვახტანგ გორგასალი; პეტრე I კათოლიკოსი; სამოელ I კათოლიკოსი
14 დეკემბერი: მოწამე ანანია, წინასწარმეტყველი ნაუმი
15 დეკემბერი: ისე წილკნელი; აბაკუმ წინასწარმეტყველი, ღირსი იოანე, ღირსი ანდრია
16 დეკემბერი: წინასწარმეტყველი სოფონია, ღირსი იოანე მდუმარე
17 დეკემბერი: წმინდა ბარბარე - ბარბარობა, ღირსი იოანე დამასკელი
18 დეკემბერი: საბა განწმენდილი, მოწამე ანასტასია
19 დეკემბერი: წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი
20 დეკემბერი: წმინდა ამბროსი, ღირსი პავლე
21 დეკემბერი: მოწამე ანთისა რომაელი
22 დეკემბერი: წინასწარმეტყველი ანა, ღირსი სტეფანე
23 დეკემბერი: ვახტანგ III, ღირსი თომა, ნეტარი იოანე, სტეფანე და ანგელინა
24 დეკემბერი: ყველა ქართველი წმინდანის დღე
25 დეკემბერი: წმინდა სპირიდონი, ღირსი მამა იოანე ზედაზნელი, მღვდელმოწამე ალექსანდრე
26 დეკემბერი: მოწამე ევგენი, მოწამე ლუკია, ღირსი არსენი
27 დეკემბერი: მოწამენი ფილიმონი, აპოლონი, არიანე
28 დეკემბერი: ღირსი პავლე
29 დეკემბერი: ანგია წინასწარმეტყველი, მოწამე მარინა
30 დეკემბერი: წინასწარმეტყველი დანიელი, ღირსი დანიელ აღმსარებელი
31 დეკემბერი: ღირსი მიქაელ აღმსარებელი