შემთხვევათა რაოდენობა მატულობს პეტარდებისა და საახალწლოდ გამოტანილი ათასგვარი სხვა ასაფეთქებლისგან დატრიალებული უბედური შემთხვევების შესახებ არაერთხელ დაგვიწერია, იმაზეც გვისაუბრია, რომ მშობლების და ზოგადად საზოგადოების დიდი მოთხოვნაა, პეტარდები ან საერთოდ არ იყიდებოდეს, ან ბავშვებისთვის მათი მიყიდვა იყოს აკრძალული. ჯერჯერობით სათანადო ზომებს არავინ არ იღებს, ამასობაში კი შემთხვევათა რაოდენობა მატულობს.
ამჯერად მსახიობების - რუსკა და ნინუცა მაყაშვილების ძმამ მიიღო დამწვრობა. ნინუცა მაყაშვილმა ძმის ფოტოც დაურთო თავის ემოციურ პოსტს და მანაც მოითხოვა ასაფეთქებლების გაყიდვის აკრძალვა: „მოარიდეთ ბავშვები ასაფეთქებლებს და საერთოდ არ უყიდოთ! საშინელებაა. ჩემმა ძმამ თავი აიფეთქა და მადლობა ღმერთს, რომ გადარჩა! არ უნდა იყიდებოდეს და ისეთ ადგილას უნდა ინახავდნენ, რომ არ მოიპარონ ბავშვებმა!“