ექიმებს ძალიან გაუჭირდათ მისი გადარჩენა... ზოგჯერ გარშემო მყოფთა აზრი დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. შედეგად ადამიანები დაუფიქრებლად იქცევიან. მათ შორისაა დღევანდელი ამბავის გმირიც...
17 წლის ავსტრალიელი ელენ ლიტცოვი სიკვდილის ზღვარზე იყო იმის გამო, რომ კლასელები დასცინოდნენ. გოგონას ზედმეტი წონა ჰქონდა და გადაწყვიტა, კარდინალურად შეცვალა გარეგნობა, რამაც წონის კატასტროფულად კლება გამოიწვია. ჰოსპიტალიზაციის წინ გოგონა ერთი კვირის მშიერი იყო...
ელენი სავსებით ნორმალური და ჯანმრთელი ბავშვი იყო. მას უბრალოდ ურთიერთობის დეფიციტი ჰქონდა. ყველაფერი კი იმის გამო, რომ მას ზედმეტი წონა ჰქონდა და თანაკლასელებმა „ვეშაპი“ შეარქვეს. გოგონამ გადაწყვიტა, ყველაფერი შეეცვალა და თავით გადაეშვა დიეტაში.
ჯერ მხოლოდ თევზს და უმ პროდუქტებს მიირთმევდა, შემდეგ გადავიდა ვაშლის ქერქსა და ორთქლზე მოხარშულ კომბოსტოზე. თავი დაანება ცურვას, რაც კუნთების მუდმივად ტონუსში ყოფნას უზრუნველყოფდა.
„გახდომა გადავწყვიტე, რათა თანატოლებს უფრო მოვწონებოდი. ვერ ვიტანდი საკუთარ თავს. როდესაც დავიწყე გახდომა, ჩემი ნათესავები და ოჯახის წევრები ცდილობდნენ გადავსულიყავი სრულფასოვან კვებაზე, მაგრამ არ ვუსმენდი - მინდოდა სამუდამოდ დავმშვიდობებოდი ზედმეტ კილოგრამებს," - ამბობს ელენი.
რამდენიმე თვეში 40 კგ. დაიკლო და 35 კგ-ს იწონიდა. რა თქმა უნდა, ოჯახში ურთიერთობა დაეძაბა, კონფლიქტი ჰქონდა მშობლებთან. პრაქტიკულად ყოველი მოძრაობა ტკივილს იწვევდა, სკოლაშიც ვეღარ დადიოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთი კვირის მანძილზე არც საკვები და არც სითხე არ ჰქონდა მიღებული. როდესაც ერთი ყლუპი წყალი დალია, დავარდა და კრუნჩხვები დაეწყო. მშობლებმა სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს.
რეანიმაციაში ელენი შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლით, მეტაბოლიზმისა და მენსტრუალური ციკლის დარღვევით მოხვდა. ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა და ახლა ნელ- ნელა მიდის ფუნქციების აღდგენა. ელენი ვეგეტარიანელი გახდა. საუზმეზე ჭამს მხოლოდ ხილს: პაპაიას, კივს, ვაშლსა და ბანანს. სადილზე- კარტოფილს ავოკადოთი, ვახშამზე- ტაისიურ სუპს და ღუმელში შემწვარ კანიან კარტოფილს.
გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ელენს, ხოლო დანარჩენს- არასდროს არ გაიმეოროს ელენის შეცდომა. გიყვარდეს საკუთარი თავი, ძვირფასო მკითხველო!