აი, ზუსტად ეხლა რომ დამეძინოს, გამოდის, რომ 6 საათი და 17 წუთი ვიძინებ... რა ხმა იყო სამზარეულოში? • ნამდვილად დავკეტე კარი?
• აი, ზუსტად ეხლა რომ დამეძინოს, გამოდის, რომ 6 საათი და 17 წუთი ვიძინებ.
• რა ხმა იყო სამზარეულოში?
• შეიძლება კატა ხმაურობდა...
• მოიცა. კატა ხომ აქაა?
• და მაინც ვ ი ნ იყო?
• ძალიან ცხელა...
• ახლა ძალიან ცივა...
• პირდაპირ ვგრძნობ, როგორ ყალიბდება ქუთუთოებს ქვევით სიშავეები
• ხვალ დაღლილის იერი მექნება.
• და მაინც. რა ხმა იყო სამზარეულოდან?!
• ავიღებ ტელეფონს და ისე დავიძნებ - ყოველი შემთხვევისთვის.
• ჰმ, შევამოწმებ ინსტაგრამს.
• აი. მხოლოდ შევალ facebook-ში, სწრაფად.
• ა, ახალი შეტყობინება!
• მაშ ასე, აი ახლა რომ დავიძინო, გამომდის, რომ 5 საათი და 32 წუთი ვიძინებ.
• დავაყენე მაღვიძარა?
• მმმ, ბალიშის ცივი მხარე.
• და მაღვიძარამ რომ არ დარეკოს?
• რა შემეხო ბეჭზე?! ობობა?
• ეს ხომ ჩემი თმებია.
• მმმმ საინტერესოა, რა ღირს ვარცხნილობის გაკეთება?
• ეგებ თავადაც შევძლო შევისწორო თმა...
• არაა, წინა ჯერზე არც ისე კარგად გამოიყურებოდა.
• რა ფილმი იყო. ბრედ პიტი შლაპით რომ დადიოდაა?
• ისიც თამაშობდა ფილმში, რა ჰქვია, მმ...
• და რა ჰქვია...
• არადა, ყველას სძინავს სახლში...
• საყვირის ხმაა? სადმე ხანძარია?
• გამიკვირდება, ვინმე ჩემს მეგობარსაც რომ არ ეძინოს ახლა...
• ღმერთო, ახალი ლეიბი მჭირდება.
• მუცელზე გადავბრუნდები, ასე დავიძინებ.
• სუნთქვა არ შემიძლია, ზურგზე უნდა დავიძინო.
• ვწევარ ასე უკვე ორი საათია, არადა, შემეძლო რაღაც სასარგებლო გამეკეთებინა.
• მშია,
• ბებიას უნდა დავურეკო ხვალ,
• ხვალ, სამხარი, მშია,
• აი, ეხლა რომ დავიძინო, გამოვა, რომ 4 საათი ვიძინებ.
• ჯანდაბას, ნოუთბუქს ავიღებ!
მოამზადა კლინიკურმა ფსიქოლოგმა ირმა კვაჭაძემ