ჩუქნიდა თუ არა ყოფილი მეუღლე ორიგინალურ საჩუქრებს ნინი ბადურაშვილის ახალი წელი თოვლთან, სიცივესთან, სახიფათო გზასთან ასოცირდება. მომღერლების პროფესია ყოველთვის დღესასწაულთან შეხვედრის ექსტრემალურ პირობებს უკავშირდება, შესაბამისად, თითქმის ვერასდროს ახერხებენ ისინი ახალ წელს საკუთარ ოჯახში შეხვდნენ.
– ნინი, როგორც გავიგე, ექსტრემალურ პირობებში შეხვდი ახალ წელს…
– ახალი წლის ღამეს ხშირად მიწევს ასეთ პირობებში ყოფნა, უცნაური არაფერია, ძირითადად გარეთ ვარ ხოლმე, ხან მანქანაში ვხვდები ახალ წელს, ხან ქუჩაში, ხან სცენაზე… უბრალოდ, წელს ცუდი ამინდი დაგვემთხვა, ექსტრემალურიც იყო და საშიშიც. 31-ში გავედით თბილისიდან ბათუმისკენ. ქობულეთი-ბათუმის მონაკვეთზე გზა ძალიან სახიფათო იყო. თან, მე ვიჯექი საჭესთან. კიდევ კარგი, დიდი ხანია ვმართავ საჭეს და ასეთ ამინდებშიც მივლია. გზა ისეთი მოყინული იყო, ვერც ვამუხრუჭებდი მანქანას, გზიდან გადავარდნენ სამარშრუტო ტაქსები. ძალიან დაძაბული ვიყავი.
– ბათუმში კონცერტი გქონდათ, ალბათ…
– კი, კონცერტები მქონდა დაგეგმილი ქობულეთში, ბათუმში. საახალწლო კონცერტებიდან ყველაზე საინტერესო შემოთავაზება დასავლეთიდან მქონდა.
– 2015 წელს როგორ შეაფასებ, როგორი იყო ეს წელი შენთვის?
– კარგად დასამახსოვრებელი უფრო ბევრი იყო, ვიდრე ცუდად დასამახსოვრებელი. მთლიანობაში კარგად დამამახსოვრდა ეს წელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სფეროში თითქმის არაფერი ხდება და ჩემი კოლეგები ამაზე წუხან, ჩემთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა ეს წელი. მქონდა ბევრი კონცერტი, გადავიღე კლიპი, რომელიც ჩემს შვილს, ელენეს ეძღვნება და რომელიც ძალიან მომწონს. მთლიანობაში წარმატებული წელი გამოდგა ჩემთვის. ერთადერთი, რაც ცუდად მახსოვს, იყო ჩემი 101 წლის ბებიის, შურას გარდაცვალება. ყველაზე საყვარელი ბებია მყავდა. ის მამშვიდებს, რომ ამ წლების განმავლობაში არაფერი სტკიებია, ნეტავ, ჩვენ, ყველამ ასე ვიცხოვროთ.
– პირადშიც იყო საინტერესო სიახლეები?
– მართალი გითხრა, გათხოვება არ მინდა, ახლა ასე ვფიქრობ და მგონია დიდხანს ვიფიქრებ ასე, რადგან, ამ ეტაპზე, კარიერას უნდა მივხედო და ამ მხრივ გადავდგა წინ ნაბიჯები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, სიმპათიები მქონდეს, რომელიმე კონკრეტული ადამიანის მიმართ, მაგრამ სერიოზული გადაწვეტილებებისგან თავს შევიკავებ.
– ცოტა ხნის წინ საიტები ავრცელებდნენ ინფორმაციას, ნინი ბადურაშვილი თხოვდებაო. ე.ი. არ დავიჯეროთ?
– არა, არა, ასე ხან ვისზე მათხოვებენ, ხან ვისზე. ტყუილია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გათხოვებას არ ვაპირებ.
– როგორი საჩუქრები მიიღე წელს საახალწლოდ ან საკუთარ თავს თუ გაუკეთე საჩუქარი?
– საათი ვიყიდე. ზოგადად, ძალიან მიყვარს საათები. 3-4 წლის წინაც წინასაახალწლოდ საათი ვიყიდე და წელსაც. ახლობლებიც დავასაჩუქრე. დაბადების დღე მაქვს 27 დეკემბერს და საახალწლო და დაბადების დღის საჩუქრებს ერთად ვიღებ ხოლმე.
– ყველაზე ორიგინალური რა გაჩუქეს?
– გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ორიგინალური საჩუქარი ჩემთვის არავის უჩუქებია. მეც არ ვარ დიდად რომანტიკული, ეტყობა იციან ეს ჩემმა თაყვანისმცემლებმა და დიდად არ იკლავენ თავს (იცინის).
– ყოფილი მეუღლეც არ გამოირჩეოდა ორიგინალური საჩუქრებით?
– არა. განაგრძეთ კითხვა