- საქმიდან გამომდინარე უამრავ ფერთან გაქვს შეხება, მხატვარი ხარ, საინტერესოა, შენი ცხოვრებისეული ეტაპებს რა ფერებად ხედავ? მაგალითად, რა ფერია ბავშვობა?
- ჩემი ბავშვობაც ძალიან საინტერესო იყო, ისევე როგორც ალბათ ბევრის. იმ სამყაროს ახლა ძალიან ნათელ სივრცედ ვხედავ. ბებიის
თვითონაც ბაბუაწვერას ვგავდი, - გამხდარი, დიდი ხუჭუჭა თმით. სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი იმ ადამიანებისგან (ბებია, დედა, მამა, ძმა, მეგობრები, მეზობლები, ახლობელბი), ვინც გვერდით მყავდა...
- დიდი წარმატებების შემდეგ ავთანდილი დაოჯახდა...
- ჩემი მომავალი მეუღლე, ხათუნა გავიცანი როგორც კლიენტი, მაგრამ
ასევე დაგაინტერესებთ
მე და ხათუნა 12 წელია ერთად ვართ და ჩვენი ურთიერთობა თანდათან ვითადება და სხვადასხვა ეტაპზე გადადის. ნამდვილი წყვილი ვართ, ორი ადამინისგან შემდგარი წყვილი და გვაერთიანებს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, - შვილი.
- რა ფერია ეს ყველაფერი?
- აქ უკვე ბევრი ფერი შეიკრიბა ერთად. ჩემს ცხოვრებაში მთელი ფერწერა გაჩნდა, რომელიც ერთი ფერით აღარ შემოიფარგლება. ეს ფერთა სუფთა პალიტრაა, დახვეწილი, ნატურალური, გაუზავებელი ფერებით, რომლთაგანაც უნდა შექმნა ტილო.
- ანასტასიაზე რას გვეტყვი?
- ანასტასია ჩვენი დაქორწინებიდან, ზუსტად ერთ წელიწადში გაჩნდა. ის პატარა ანგელოზი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში. მანამდე, მის გარეშე რა იყო ზოგადად, რაზე ვნერვიულობდი, რაზე ვიბრძოდი, რა მინდოდა, აღარაც მახსოვს, - მივხვდი, რომ ამ პატარა ადამიანმა შეცვალა ჩემი ფსიქიკა, მდგომარეობა. ჩემი გული ბოლომდე დაიპყრო. უკვე 10 წლის არის.
- დიზაინერობა ხომ არ უნდა?
- ძალიან ნიჭიერი ადამინია, ლიდერია ბუნებით, არაჩვეულებრივად სწავლობს, ფანტასტიკურად ხატავს. არ მერიდება ამ ყველაფრის თქმა, რადგანაც რეალობაა, არ ვიგონებ, - ცურავს, დოკუმენტურ ფილმებს იღებს, ამონტაჟებს და ახმოვანებს, გაიმარჯვა მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში, იმარჯვებს ფესტივალებში. სამეჯლისო ცეკვებს ცეკვავს, აქვს დროის შეგრძნება, ოსტატურად სრიალებს. აბსოლუტური ბაზა აქვს იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდროს. ვინც უნდა ის გამოვიდეს, მივესვალმები მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას.
- ის თავად რა ფერს წარმოადგენს შენს ცხოვრებაში?
- ანასტასია ანგელოზია და ჩემთვის თეთრისა და ცისფრის სინთეზი - ღია წყლისფერია, ოქროსფერი გვირგვინით. განაგრძეთ კითხვა