საინტერესო ინფორმაცია ცისფერთვალებებისთვის საინტერესო იქნება
ბიოლოგიის სკოლის კურსიდან რატომღაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა გაკვეთილები, რომლებზეც ვსწავლობდით გენეტიკას.
მწვანე და ყვითელი ბურთულების მაგალითზე მასწავლებელმა გვაჩვენა, როგორი ფერის იქნება ნაყოფი შეჯვარების დროს. კიდევ მოგვიყვა დროზოფილის თვალის ფერზე. ამის შემდეგ გამიჩნდა კითხვა: რა ფერის ექნება ბავშვს თვალები, თუ მშობლებს სახვადასხვა თვალის ფერი აქვთ? აღმოჩნდა, რომ არა მარტო მე მაინტერესებდა ამ კითხვაზე პასუხი.
მეცნიერების ჯგუფმა, ნორვეგიელი ჰანს ეიბერგის მეთაურობით, გააკეთა მოულოდნელი აღმოჩენა. მსოფლიოში მცხოვრები ყველა ცისფერთვალება ადამიანი წარმოიშვნენ ერთი ადამიანისგან! როგორც ცნობილია, პირველი ადამიანები გაჩნდნენ აფრიკის კონტინენტზე და მათ ჰქონდათ მუქი თვალის ფერი. ამიტომ მუქი ფერის თვალი ითვლება დომინანტურად. ცისფერი წარმოიშვა გენური მუტაციის შედეგად HERC2, რის გამოც თვალში დაქვეითდა მელანინის გამომუშავება.
გარდა ამისა, მათი გამოანგარიშებით, ამ მუტაციით პირველი ადამიანი დაიბადა 7-10 ათასი წლის წინ. მას შემდეგ დაბადებული ყველა ცისფერთვალება ადამიანი იყო მათი შორეული წინაპარი. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ყველა ცისფერთვალება ადამიანი ერთი ადამიანისგან წარმოიშვა! ალბათ, ის ძალიან ნაყოფიერი იყო. თქვენ რა აზრის ხართ ამ საკითხთან დაკავშირებით?