სიახლეებიკალეიდოსკოპი
რას საქმიანობენ ლევან ვასაძის ოჯახის წევრები - ოჯახური ფოტოები და საინტერესო დეტალები
რას საქმიანობენ ლევან ვასაძის ოჯახის წევრები - ოჯახური ფოტოები და საინტერესო დეტალები
ბიზნესმენი ლევან ვასაძე უკვე წლებია, საქართველოში მოღვაწეობს და თავისი გამონათქვამებით, ცხოვრების წესით, სტატუსით, საქმიანობით საზოგადოების ინტერესს იწვევს.

მის შესახებ ვიცით, რომ 45 წლისაა. სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სოროსის სახელთან ასოცირებულ "საქართველოს დემოკრატიის განვითარების ფონდში" მოღვაწეობდა. მოგვიანებით ამავე ფონდიდან მოხვდა აშშ-ში და ბიზნესის მაგისტრის ხარისხიც მიიღო.
ამერიკაში საქმეები კარგად მისდიოდა, სამსახური იშოვა, ბიზნესი წამოიწყო და მოქალაქეობაც მიიღო. თუმცა, მაინც უკან დაბრუნება გადაწყვიტა - არა თბილისში, არამედ მოსკოვში, სადაც წლების
განმავლობაში ცხოვრობდა.
დასავლური განათლებით სამსახური მალევე იშოვა ერთ-ერთ საინვესტიციო ბანკში. მალე გამოიჩინა საქმიანი ალღო და საუკეთესო მენეჯერებს შორის ასახელებდნენ. 2006 წელს რუსეთის აღმასრულებელ დირექტორთა ტოპასეულში მოხვდა და წლის ფიგურად დასახელდა.

mshoblebi
საბოლოოდ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და აქ განაგრძო ცხოვრება, ბიზნესსაქმიანობა, პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი აზრების გამოთქმა და ა.შ. აქვე, კიკეთში გაიხსნა მისი სკოლა, რომელშიც სხვა ბავშვებთან ერთად მისი შვილებიც სწავლობენ.
mshoblebi
რაც შეეხება მის ოჯახს, ბევრმა იცის, რომ ბიზნესმენს უკვე რვა შვილი ჰყავს, თუმცა მისი ცოლ-შვილი საზოგადოებისთვის არც ისე ნაცნობია. სულ რამდენიმე ოჯახური ფოტოა ნაცნობი, რომლებზეც სამეფო მონარქიის აღდგენის მოსურნე ბიზნესმენი და მისი ოჯახის წევრები ეროვნულ სამოსში არიან გამოწყობილნი.
mshoblebi
გავიცნოთ უფრო ახლოს მისი ცოლ-შვილი, რომელიც ყველანაირად
გვერდში უდგას ოჯახის უფროსს და მის იდეებსაც იზიარებს.
mshoblebi
ლევან ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილია. რვა შვილის გაჩენის ფონზე, ქალბატონი ნინო მშვენივრად გამოიყურება და ბავშვების გაზრდასთან ერთად, როგორც კიკეთის სკოლის ოფიციალური ფოტოგალერეიდან ირკვევა, სკოლის საქმიანობაშიც არის ჩართული. ქალბატონი ნინო სოციალურ ქსელში არც ისეთი აქტიურობით გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყვით მის უფროს შვილებზე.
mshoblebi
სოციალურ ქსელში აქტიურია უფროსი ვაჟი ირაკლი ვასაძე, რომელსაც მამასავით უყვარს სპორტი - როგორ იცით, თავად ლევან ვასაძე ყოფილი მორაგბეა.
mshoblebi
ასევე რაგბის მოყვარულია შუათანა ვაჟი გიორგი, რომელიც მამის სკოლაში სწავლობს და თავისუფალ დროს რაგბის თამაშობს.
mshoblebi
სპორტისგან საკმაოდ შორს არის ქალიშვილი თათა, რომელიც ბალეტითაა გატაცებული და როგორც ჩანს, საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს.
mshoblebi
თავიანთი ექაუნთები აქვთ ასევე უმცროს შვილებს, თუმცა ისინი ჯერჯერობით არც ისე აქტიურები არიან სოციალურ ქსელში.

მეტი ფოტო იხილეთ ლევან ვასაძის საოჯახო ალბომში
ბეჭდვა
```