"სულ იყო პრეტენზია, რატომ არ ვაქვეყნებდი ძველ ფოტოებს" ბევრს აინტერესებს, როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი სექსსიმბოლოები ბავშვობაში. ამჯერად სკანდალური იმიჯის მქონე მსახიობის, შორენა ბეგაშვილის ბავშვობის ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომელიც მსახიობმა თავის დროზე "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა.
"სულ იყო პრეტენზია, რატომ არ ვაქვეყნებდი ძველ ფოტოებს და ჩემს გარეგნობას განიხილავდნენ ერთი პირადობის ფოტოთი. აჰააა :)", - დაწერა ბეგაშვილმა მაშინ თავის გვერდზე.
ალბათ, ზოგჯერ ღირს, რომ საზოგადოებამ სხვა მხრიდანაც შეხედოს ცნობილ ლამაზმანებს, რომლებიც როგორც წესი, ლანძღვის, ჭორების და ბოღმის ფრქვევის ობიექტები არიან. ერთ დროს ისინიც ზუსტად ისეთი საყვარლები იყვნენ, როგორც დღეს თქვენი შვილები არიან. საკუთარი მშობლებისთვის კი დღემდე ასეთებად რჩებიან, იმის მიუხედავად, ეროტიკულ სცენაში გადაიღეს, კამერის წინ გაშიშვლდნენ თუ ხმაურიანი რომანი გააჩაღეს.