მას დედა ქართველი ჰყავს, მამა - სათათრეთიდან... - ფოტოგრაფს სურდა ეჩვენებინა, რამდენად ლამაზები არიან სხვადასხვა ეროვნების მშობლების შვილები ფოტოგრაფმა ნაირა ოგანესიანმა გააკეთა ფოტოპროექტი, რომლითაც სურდა ეჩვენებინა, რამდენად ლამაზები არიან სხვადასხვა ეროვნების მშობლების შვილები. "ყოველთვის მომწონდა ბავშვები, რომლებსაც შერეული სისხლი ჰქონდათ. ისინი ხშირად არიან ძალიან მომხიბვლელნი, რადგან ამა თუ იმ ერიდან საუკეთესოს იღებენ, - ჰყვება ფოტოგრაფი, - დიდხანს ვფიქრობდი ამ პროექტზე და ერთხელაც, ერთ-ერთ მშობელთა ჯგუფში დავწერე, რომ ვეძებდი სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს. გავოცდი, როცა 200-ზე მეტი მშობელი გამომეხმაურა".
მისივე თქმით, საკმაოდ გაუჭირდა შერჩევა, რადგან ყველა ბავშვის გადაღება სურდა. "საბოლოოდ 6-9 წლის ბავშვებზე გავაკეთე არჩევანი, რადგან მათ სკამზე უმოძრაოდ ჯდომა ერთ წუთს მაინც შეუძლიათ", - ღიმილით ამბობს ნაირა.
ეს კი პატარები:
ალისა, 5 წლის. მამა - რუსი, დედა - უზბეკ-თათარი
ანა, 8 წლის. მამა - სომეხი, დედა - რუსი.
დანიელი, 7 წლის. დედა - ქართველი, მამა - თათარი.
ვაგიფი, 9 წლის. მამა აზერბაიჯანელ-რუსი, დედა - სომეხი.
სალმა, 5 წლის. მამა - უზბეკი, დედა - სომეხი.
დენიელი, 6 წლის. მამა - ნიგერიელი, დედა - რუსი.
დომინიკი, 6 წლის. მამა - ქართველი, დედა - ოსი.
მაია, 5 წლის. მამა - რუსი, დედა - სომეხი.
ელიზა, 5 წლის. მამა - სომეხ-ქართველი, დედა - რუსი.
ლუკიანი, 5 წლის. მამა - უკრაინელ-რუსია, დედა - თურქმენ-თათარი.