"ძალიანაც კარგი ვქენი. მანამდე თეკლამ სამსახურიდან დამირეკა, მიშველეო" თეატრმცოდნე, ტელეწამყვანმა და საერთოდ, მრავალმხრივმა ნიკა წულუკიძემ ჯერ იყო და პრესისგან ცოლის მოყვანა დამალა და ახლა პირველი შვილი სანამ არ წამოეჩიტა, საზოგადოებას მისი დაბადების შესახებ არ ამცნო.
მოკლედ, ნიკა წულუკიძე 30 მაისს მამა გახდა, შეეძინა გოგონა - სესილია. როგორც ამბობს, მშობიარობას დაესწრო და საკუთარი თვალით ნახა პირველი შვილის ამქვეყნად მოვლენის პირველი წამები...
- დიახ, დავესწარი მეუღლის მშობიარობას და ძალიანაც კარგი ვქენი... მანამდე თეკლამ სამსახურიდან დამირეკა (იმ დღეს მუშაობდა), მიშველეო და მაშინვე სამშობიაროში გავაქანე, საოცარ დღეში იყო, ძალიან შემეცოდა... მოკლედ, მარტო არ დაიტოვებოდა და გადავწყვიტე, მშობიარობას დავსწრებოდი...
- ყოჩაღ, ბევრ მამაკაცს ეს არ შეუძლია.
- კი, მაგრამ უნდა შეძლონ და იცოდნენ, რა ტანჯვას იტანს ქალი შვილის დაბადებისას, რომ შემდგომ მეუღლეს გული არაფერზე დასწყვიტოს. თან, ძალიან მაგარი გრძნობაა, ამ ყველაფერს რომ უყურებ. თუმცა თეკლამ ყველანაირი პრობლემის გარეშე იმშობიარა.
- ბავშვს სახელი შენ დაარქვი?
- თეკლასთვის ნათქვამი მქონდა, რომ დაიბადება და შევხედავთ, სახელი მაშინ დავარქვათ-მეთქი. ჰოდა, რომ შევხედეთ, ზედგამოჭრილი სესილიაა.
იხილეთ გაგრძელება