"როდესაც უკვე ერთად აღმოვჩნდით, გაირკვა, რომ მე და ირაკლი როგორც ცა და დედამიწა, ისე განვსხვავდებოდით" ინტერვიუსას ასეთი გულწრფელები იშვიათად არიან, როგორიც მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჩვენთან ინტერვიუში იყო, რუბრიკისთვის: "ჩემი ცხოვრების პალიტრა", რომელშიც რესპონდენტი თავისი ცხოვრების ეტაპებს ფერებს ადარებს.
ვინაიდან არც ისე მოსახელთებელი რესპონდენტია და პრესისთვის ინტერვიუს, პრაქტიკულად, არ იძლევა, ამიტომ, ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავიდოდით, შესავალში დრო მის ამჟამინდელ საქმიანობას დავუთმეთ. ის საქართველოს მასშტაბით სოლო კონცერტებს აქტიურად მართავს.
- გაგიმართლა და ცნობილ ოჯახში დაიბადე. რა ადგილი უკავია ოჯახს შენს ცხოვრებაში და რა ფერს მიანიჭებდი მას?
- ბავშვობა იმდენად ნათელი მახსოვს, რომ აუცილებლად ასეთივე ნათელ ფერს უნდა შევადარო, ალბათ რაღაც ღია ვარდისფერს. იმ პერიოდიდან ცუდი არაფერი მახსენდება. მართლაც ისე მოხდა, რომ გავჩნდი ოჯახში, სადაც გავჩნდი, - ეს ღმერთის საჩუქარია. გარდა იმისა, რომ ჩემ გარშემო ყველა პოპულარული ადამიანი იყო, ჩვენთან ყოველთვის საოცარი ადამიანები იკრიბებოდნენ, უმრავლესობა სამწუხაროდ დღეს ცოცხალი აღარ არის. ბაბუაჩემ იმედასთან მართლა კარგი სტუმრები მოდიოდნენ - თემიკო ჩირგაძე, გურამ ლორთქიფანიძე (ლორთქია), გურამ ფირცხალავა, ელდარ შენგელაია ხომ ჩვენი ახლობელია და იყო საოცარი საღამოები... ასევე კარგად მახსოვს დედაჩემის მეგობრები - "მზიურიდან", - თამრიკო ჭოხონელიძე და მაია ჯაბუა საერთოდ, ჩემი ნათლიები არიან. როგორც დედას მეგობარი, პატარაობიდანვე მახსოვს დათო ევგენიძეც, ეკას სამეგობრო წრეში იყვნენ მისი მსახიობი მეგობრები: გია გაჩეჩილაძე, თემიკო ჭიჭინაძე, ლევან წულაძე (ჭოლა), ჩემს მშობლებს ფართო და საერთო სამეგობრო წრე ჰყავდა. დედას თეატრში დავყავდი, ცოცხალი გენიოსი, მიხეილ თუმანიშვილი მახსოვს, მის რეპეტიციებს ვესწრებოდი. ღმერთის დიდი საჩუქარი იყო, რომ ამ გარემოცვაში გავჩნდი და გავიზარდე.
ორწლინახევრის ვიყავი, როცა პირველად სცენაზე ავედი და რაღაც კონცერტში, თამრიკო ჭოხონელიძის ინიციატივით, ვიმღერე, მაგრამ როგორც მეუბნებიან, მინერვიულია, თან, თურმე შემრცხვა კიდეც. რა სიმღერა შევასრულე, არ მახსოვს. ასეთი იყო ჩემი პირველი სასცენო გამოცდილება.
...დღეს ამაზე მეცინება, მაგრამ რაც შეეხება პირველ იმედგაცრუებას, ეს პირველ სიყვარულს და შეყვარებულს უკავშირდება, მისგან ბევრი რამ მეწყინა. იმ ურთიერთობამ ცხოვრებაზე სხვანაირად დამაფიქრა, - საკუთარ თავს უამრავ კითხვას ვუსვამდი, მაგრამ იმ პერიოდისთვის ფერის მინიჭება გამიჭირდება, შეიძლება იყოს მკვეთრი წითელი, რომელიც ღვინისფერში გადადის.
21- 22 წლისა ჭორების არეალში მოვექეცი, არ ვიცი, რატომ იგონებდნენ ამდენ ჭორს ჩემზე. რეალობასთან არც ერთ მათგანს საერთო არაფერი ჰქონდა. ერთი ყველაზე გამაოგნებელი ჭორი ჩემზე ბევრად დიდ ადამიანზე შემითხზეს, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, თან, საკმაოდ დიდი ფიგურა იყო. თავიდან მეცინებოდა იმ ყველაფერზე, მაგრამ ასეთ ჭორებს საბოლოოდ ის მოაქვს, რომ ცხოვრებას გირევს, - გამოგონილ ამბავს ყველა იჯერებს და ჰგონია, რომ მართლაც ასეა...
- მერე, როგორც მახსოვს, უკვე მალე გათხოვდი...
- კი, იმ არეულ პერიოდში უეცრად გავთხოვდი. მაშინ ასე მეგონა, რომ ეს იყო ის, რაც მინდოდა, ადამიანით რომ აღფრთოვანდები, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ეს ნაბიჯი შეცდომა იყო.
- შენი საუბრიდან ვასკვნი, რომ იმ არეულმა პერიოდმა ოჯახის შექმნისკენ გიბიძგა...
- მარტო ამან არა, - ბავრი რამ საზოგადოებამ არ იცის, მაგრამ ამაზე ლაპარაკის დრო ახლა არ არის, თან ეს მარტო მე არა, ბევრ ადამიანს შეეხება. იყო ბრძოლები, გნებავთ, კარიერაში, "პირადშიც". მერე სურვილი გამიჩნდა, რომ იმ ყველაფრისგან დამესვენა და აქაურობას გავცლოდი, "პადნოშკებით" დავიღალე, - დიახ, მათთან ბრძოლას გაცლა ვამჯობინე.
- ნუთუ ასე გებრძოდნენ?
- როცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ, ყოველთვის ჩნდებიან ვიღაცები, ვისაც არ სიამოვნებს შენი სხვაზე წინ ყოფნა... მოკლედ, იმ პერიოდს ფერს ვერ მივანიჭებ, რადგანაც მაშინ მე მე არ ვიყავი.
- შენი ყოფილი მეუღლის თემას რომ მივუბრუნდეთ...
- ირაკლი სხვა ტიპაჟია, მე - სხვა, აბსოლუტურად, განვსხვავდებით. ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის, უბრალოდ, ჩემი წყვილი არ არის, ცოლად სხვა რომ მოიყვანოს, ალბათ მასთან ბედნიერი იქნება. მგონია, ჩვენი ეს ქორწინება იმიტომ შედგა, რომ ამქვეყნად ელენე მოსულიყო. ვიმეორებ, აბსოლუტურად შეუსაბამო წყვილი ვართ. ის, რომ სხვადასხვანაირად ვფიქრობთ, შეხედულებაც სხვა გვაქვს, ვიდრე დავქორწინდებოდით, ეს არ ჩანდა და ვერც გამოჩნდებოდა, რადგანაც მხოლოდ ტელეფონითა და სკაიპით ველაპარაკებოდით ერთმანეთს. როდესაც უკვე ერთად აღმოვჩნდით, გაირკვა, რომ მე და ირაკლი, როგორც ცა და დედამიწა, ისე განვსხვავდებოდით.
- ისევ ჭორად გავრცელდა, რომ თითქოს შერიგებას აპირებთ... მართალია?
- არა, ვერ შევრიგდებით, ხომ ვამბობ, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ და მხოლოდ ბავშვის გამო ვურთიერთობთ.
- მერე ელენეს დაბადებისას კვლავ აღმოჩნდი "მოვლენების ეპიცენტში", რაც შენი ოჯახის დანგრევით იყო გამოწვეული. შენზე ლაპარაკობდა სრულიად საქართველო. ეს რა ეტაპი იყო?
- გაოგნებული ვიყავი, ეს ყველაფერი რატომ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ვერ ვხვდებოდი. ეს წარმოუდგენელი სიგიჟე იყო... გულნატკენი ვიყავი იმით, რომ ადამიანები ჩემი მდგომარეობის გარჩევით ერთობოდნენ, თან, ისიც მაოცებდა, რატომ ვიწვევდი ასეთ ინტერესს?! სამშობიაროში რომ მიმიყვანეს, მახსოვს, მიმღებში პრესა დამხვდა, თავი საქართველოში არ მეგონა... იხილეთ სრულად